"კრიმინალი საქართველოში არ გაზრდილა"- ირაკლი კობახიძე

კრიმინალი საქართველოში არ გაზრდილა, კრიმინალი გაიზარდა ტელევიზიებში, - ასე პასუხობს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ჟურნალისტების კითხვას IRI- ის კვლევის შესახებ, სადაც მოქალაქეები გამოწვევად ეკონომიკურ პრობლემებსა და კრიმინალის ზრდას ასახელებენ.

 

კობახიძის განცხადებით, კრიმინალი საქართველოში არ გაზრდილა, რაც შეეხება ეკონომიკური პრობლემების არსებობას, მისი თქმით, არსებული პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული იქნება მათი საარჩევნო პროგრამა.

 

"საქართველოში 700 000- ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, ჩვენ "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაგვიტოვა მემკვიდრეობად მილიონ 150 000, ჩვენ ეს მაჩვენებელი 400 000- ზე მეტით შევამცირეთ, ეს არის მიღწევა. თუმცა, გამოწვევა რომ რჩება, ამას ყველა კვლევა ასახავს.

 

რაც შეეხება კრიმინალის ზრდას, კრიმინალი იზრდება ტელევიზიებში და ამის საუკეთესო მაგალითია სპეკულაციები, რომელიც ჩვენ გვესმის ორ საქმესთან დაკავშირებით. ორივე საქმესთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია და ბოლომდე მივა ეს საქმე, თუმცა ჩვენ სპეკულაციები გვესმის ყოველ დღე,“ - განაცხადა კობახიძემ.

წაკითხვა 492 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 17 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.