"ქუთაისი საპარლამენტო დედაქალაქი უნდა გახდეს“ - ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" კანონპროექტი დაარეგისტრირა
„ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციამ პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც ქუთაისისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.
ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ და პარტიის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტში ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისა და ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ქუთაისს უნდა მიენიჭოს საპარლამენტო და ადმინისტრაციული სტატუსი.
,,ქუთაისს აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი და უნდა გაორმაგდეს ქალაქის ბიუჯეტი, ვინაიდან ეს ისტორიულ-კულტურული ქალაქი ამას იმსახურებს. ქუთაისს აუცილებლად დაუბრუნდება ის, რაც ქართულმა ოცნებამ წაართვა", - განაცხადა ვაშაძემ.
რომან გოცირიძის განცხადებით, ქუთაისი უნდა გახდეს რეგიონის განვითარების სტიმული და მას საპარლამენტო და ადმინისტრაციული ქალაქის სახელი უნდა მიენიჭოს.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
