"ძალიან კარგი სტუდენტი, ხუთოსანი, მაგრამ აქ არის ოროსანი მინისტრი" - რომან გოცირიძე თურნავაზე
ნათია თურნავა ჩემი სტუდენტი იყო უნივერსიტეტში. ძალიან კარგი სტუდენტი, ხუთოსანი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, განსხვავებით უნივერსიტეტისგან, ის თურნავას მინისტრის პოზიციაზე “ორიანს” უწერს.
„ნათია თურნავა ჩემი სტუდენტი იყო უნივერსიტეტში. ძალიან კარგი სტუდენტი, ხუთოსანი, მაგრამ აქ არის ოროსანი მინისტრი. იქ კარგად სწავლობდა, აქ ცუდად მუშაობს.
დღეს მისი გამოსვლა იყო, მთავრობის ბოლო გასეირნება პარლამენტში. ამის შემდეგ არავინ არ მოვა მთავრობის წევრი და, ალბათ, ძალიან ბედი გაუღიმებს ქვეყანას, თუკი ამ მთავრობის წევრს ამ სტატუსში არავის არ ვიხილავთ ამ პარლამენტში.” – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ნათია თურნავა პარლამენტში ინტერპელაციის წესით „ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
