"მიხეილ სააკაშვილს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა ეკრძალება" - ელენე ნიჟარაძე
მიხეილ სააკაშვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და მას, საარჩევნო კოდექსით, საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა ეკრძალება, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განცხადებით, ამ საკითხზე რეაგირება საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა მოახდინოს.
„ანგარიშში საუბარი იყო საარჩევნო კამპანიაში არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობის ფაქტებზე. ერთ-ერთი შეეხებოდა მიხეილ სააკაშვილს. ის არის უცხო ქვეყნის მოქალაქე და საარჩევნო კოდექსით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საარჩევნო პროცესში მონაწილეობა ეკრძალებათ. ამის მიუხედავად, ყოფილი პრეზიდენტი აქტიურად არის ჩართული ოპოზიციის სასარგებლოდ. შესაბამისად ასეთ შემთხვევაში, ეს შედის საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილებაში, რომ ასეთ ფაქტებზე რეაგირება მოახდინოს”, – განაცხადა ნიჟარაძემ.
მისივე თქმით, მსგავს ქმედებებზე რეაგირება ჯარიმის დაკისრებას ითვალისწინებს.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
