„ის ადამიანები, ვისაც 1000 ლარამდე ხელფასი აქვთ, საშემოსავლო გადასახადისგან უნდა გათავისუფლდნენ“ – მამუკა ტუსკაძე
„პრინციპი მარტივია – მეტი ქონების პატრონი გადაიხდის მეტს, ნაკლების – ნაკლებს“ – პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერი, მამუკა ტუსკაძე საგადასახადო ვალდებულებების სოციალურ მდგომარეობასთან შესაბამისობაში მოყვანის ინიციატივით გამოდის.
“ეს აპრობირებულია მეთოდია. მსგავსი სისტემა მოქმედებს, მაგალითად, შვეიცარიაში, სადაც საგადასახადო ვალდებულებები სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებითაა დაწესებული, ანუ სისტემა სოციალურ სამართლიანობის პრინციპზეა აგებული. ეს ნიშნავს იმას, რომ პირს, რომელსაც აქვს დიდი ქონება, გადაიხდის მეტს, შედარებით მცირე ქონების პატრონისთვის კი გადასახადი უფრო მცირე იქნება. ამასთან, ვფიქრობთ, აბსოლუტურად შესაძლებელია იმ მოქალაქეების საშემოსავლო გადასახადისგან სრულად გათავისუფლება, რომელთაც დაბალი ხელფასი ერიცხებათ. ანუ ჩვენი ინიციატივაა, გადასახადი არ დაუწესდეთ იმ პირებს, რომელთა შრომითი ანაზღაურება 500 – 700 ან 1000 ლარამდე განისაზღვრება. ბუნებრივია, არანაირი საგადასახადო ვალდებულება არ უნდა შეეხოს იმ მოქალაქეებს, რომელთა ხელფასი საარსებო მინიმუმს არ აღემატება.
აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ინიციატივა აბსოლუტურად რეალურია და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას არ ემსახურება,“- აღნიშნა მამუკა ტუსკაძემ.
მისივე განმარტებით, დღეს რამდენიმე პოლიტიკური პარტია სწორედ ამომრჩეველთა შეცდომაში შეყვანაზე მუშაობს და მოსახლეობას საშემოსავლო გადასახადის სრულად გაუქმებას ჰპირდება.
„ბუნებრივია, ამის დაშვება შეუძლებელია. თუ მოქალაქეები გადასახადს არ გადაიხდიან, ბიუჯეტში თანხების მობილიზება ვერ მოხერხდება და სახელმწიფოც ვეღარ იარსებს. არ ვიცი, რისი იმედი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ ან/და „ევროპულ საქართველოს“, როდესაც ასეთი დაპირების გაცემას ცდილობენ, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ მიზეზი იდენტურია – ასეთი განაცხადები ამორჩევლის შეცდომაში შეყვანის მიზნით კეთდება. ამასთან, ქართველ ხალხს აქვს ორივე პარტიის წარმომადგენლების ერთიანი მმართველობის გამოცდილება. საზოგადოებას ახსოვს, როგორ გაზარდა მაშინ ხელისუფლებაში მყოფმა დღევანდელმა ოპოზიციამ გადასახადი 11-დან 25%-მდე და შემდეგ, ვითომდა დააკლო და 22%-მდე ჩამოიყვანა. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“ მას მიაჩნია, რომ დღევანდელი საგადასახადო სისტემა სამართლიანობის პრინციპზეა აგებული და, სავარაუდოდ, მის შეცვლაზე არც ფიქრობს. პოლიტიკური მოძრაობა «სოციალური სამართლიანობისთვის», თქვენ მიერ ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, საგადასახადო სისტემის სოციალური სამართლიანობის პრინციპით მოწყობას უზრუნველყოფს. მე, როგორც ამ პარტიის დამფუძნებელი, პარლამენტში შესვლის პირველივე დღეებშივე, დეპუტატის მანდატით აღჭურვილი, დავარეგისტრირებ ინიციატივას გადასახადის სოციალური სამართლიანობის პრინციპით დაწესების თაობაზე და ვიბრძოლებ მისი კანონად ქცევისთვის,“ – განაცხადა მამუკა ტუსკაძემ.
სიახლეები
- " პაპი ფრანცისკე ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერი იყო" - ჯო ბაიდენი
- მსოფლიო ლიდერები პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას ეხმაურებიან
- "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების გამო - მისი მშვიდობის, თანაგრძნობისა და ერთიანობის მემკვიდრეობა გაგრძელდება"
- "ჩემი ფიქრები მილიონობით კათოლიკესთანაა, რომლებიც პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას გლოვობენ" - სალომე ზურაბიშვილი
- რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა