დღეს მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას დაასრულებს
მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას დღეს დაასრულებს.
საქართველოს საკანონმდებლო ორგანო ბოლო პლენარულ სხდომას გამართავს.
რეგლამენტის თანახმად, პარლამენტმა სესიების ჩატარება არჩევნებამდე ერთი თვით ადრე უნდა შეწყვიტოს.
მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას 2016 წლის 18 ნოემბერს შეუდგა და 4 წლის განმავლობაში ორი თავმჯდომარე გამოიცვალა. თავდაპირველად, პარლამენტს ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი, 2019 წლის ივნისის მოვლენების გამო, ის თანამდებობიდან გადადგა და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გახდა.
4-წლიანი საქმიანობის განმავლობაში საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ მიიღო არაერთი კანონპროექტი, მათ შორის ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
