"ეს ხალხი ცუდად მიცნობს" - მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით საბერძნეთის დედაქალაქ ათენში დაგეგმილ შეხვედრაზე ის პროვოკაციებს ელოდება.
ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა ფეისბუქზე დაწერა.
მისი თქმით, საბერძნეთში თანამემამულეებს უნდა შეხვდეს.
"ამ შეხვედრის შესახებ ივანიშვილის ხელისუფლებამ წინასწარ გაიგო და კალაძის მეშვეობით დაავალა ადგილობრივ ქართველ კრიმინალებს, რომლებიც საბერძნეთში მრავლად არიან, შეხვედრის წინ და შეხვედრის განმავლობაში პროვოკაციის მოწყობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის შესახებ გავიგეთ. მივიღე უამრავი რჩევა, რომ მე შეხვედრაზე მისვლისგან თავი შემეკავებინა და საბერძნეთში საერთოდ არ წავსულიყავი, მაგრამ ეს ხალხი ცუდად მიცნობს ვინც ამ პროვოკაციას აწყობს და ვინც ამ რჩევებს მაძლევს. შეხვედრა აუცილებლად გაიმართება და უმაღლეს დონეზე ჩატარდება. სულ მალე საბერძნეთში და სულ მალე საქართველოში", - წერს სააკაშვილი.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
