"გარეჯის საკითხის გამწვავებული ტალღა დაიწყო ზუსტად წელიწადნახევრის წინ და ამაში ოპოზიციის დიდი წვლილია"
დავით გარეჯის ისტორია დაიწყო წლების წინ, დავით გარეჯის ისტორიის ბოლო გამწვავებული ტალღა დაიწყო ზუსტად წელიწადნახევრის წინ და იმ ოპოზიციას, რომელიც ამ პროვოკაციულ კითხვებს სვამს, მათი დიდი წვლილი იყო ამ საკითხის გამწვავებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის და ზურაბ ნოღაიდელის განცხადებებს, პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული საკითხი გამოძიების პრეროგატივაა.
„დავით გარეჯის ისტორია არ დაწყებულა არც გუშინ, არც ერთი თვის წინ. დავით გარეჯის ისტორია დაიწყო წლების წინ და დავით გარეჯის ისტორიის ბოლო გამწვავებული ტალღა დაიწყო ზუსტად წელიწადნახევრის წინ და იმ ოპოზიციას, რომელიც ამ პროვოკაციულ კითხვებს სვამს, მათი დიდი წვლილი იყო ამ საკითხის გამწვავებაში. ამიტომ, მათ ეს კითხვა თავის თავს უნდა დაუსვან პირველ რიგში - რატომ მაინცდამაინც ახლა. რაც შეეხება ბატონ სააკაშვილს და იმას, რაც თქვა ბატონმა ნოღაიდელმა - ეს არის სრულად გამოძიების პრეროგატივა. ქვეყანაში ინდულგენცია არ აქვს არავის. თან მითუმეტეს, ბატონი სააკაშვილისთვის სისხლის სამართლის გამოძიება მასზე არ იქნება რაღაც სიახლე. ამიტომ, ეს არის სრულად გამოძიების კომპეტენცია და ვერანაირი შეზღუდვები ამ გამოძიებას ვერ ექნება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
სიახლეები
- ძილი და წონაში დაკლება: 6 საუკეთესო სასმელი ღამით წონის დასაკლებად
- "მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს "
- "ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა" - დონალდ ტრამპი
- ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო