ირაკლი კობახიძე: მედიის უპასუხისმგებლო ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა
პრობლემაა, თუ როგორ იქცევიან კონკრეტული უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები და უპასუხისმგებლო მედიასაშუალებები, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებზე კონკრეტული პოლიტიკოსებისგან გაკეთდა ისეთი განცხადებები, რაც პოლიტიკური ქულების დაწერას ემსახურებოდა.
„მთავარი პრობლემა არის ის, რომ მძევლები არიან გასათავისუფლებლები. დამატებით, ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა ის, თუ როგორ იქცევიან კონკრეტული უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები და უპასუხისმგებლო მედიასაშუალებები. 10-ზე მეტი განცხადება იყო პოლიტიკოსების მხრიდან. ეს იყო პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა, რაც ასეთ ვითარებაში გამაოგნებელია. რაც შეეხება მედიასაშუალებებს, იყო უპასუხისმგებლო ქმედებები და კონკრეტული ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავდა. ამას გეუბნებით როგორც იურისტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბანკში შეიარაღებული პირის შეიჭრა. შეიარაღებულ თავდამსხმელს 19 პირი ჰყავს მძევლად აყვანილი.მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.
სიახლეები
- ბრძოლის რა გზა დარჩა ბოიკოტში მყოფ ოპოზიციას
- "მინდა გამოვთქვა დიდი უკმაყოფილება იმის გამო, რომ მე არ დამადანაშაულეს სანქციების შემოღებაში მონაწილეობაში" - მიხეილ სააკაშვილი
- მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მილიონ-მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ
- 8 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ქუთაისში საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემის საკითხი დიდ გამოწვევად რჩება" - ელეონორა არჩაია
