"ლელოს უმთავრესი ამოცანაა, რომ საქართველო ეკონომიკურად გაიმართოს წელში"- ანა ნაცვლიშვილი
დღეს, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, პოლიტიკური დებატების ფორმატში მორიგი შეხვედრა გაიმართა.
კონსორციუმი "სამართლებრივი დახმარება საქართველოში" ახორციელებს პროექტს, რომელიც გაეროს განვითარების ფონდის მიერაა დაფინანსებული.
როგორც კონსორციუმი "სამართლებრივი დახმარება საქართველოში"- ს გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი შავგულიძემ FirstNews.ge- თან საუბარში განაცხადა, დღეს მორიგი შეხვედრა გაიმართა ქუთაისში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობასთან.
„UNDEF-ის მიერ დაფინანსებული პროექტის - "პოლიტიკური დებატები პოლიტიკურ პარტიებთან" ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა.
დღევანდელი შეხვედრის სტუმარი იყო ქუთაისში ლელოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა ნაცვლიშვილი. დევნილებმა მასთან მათთვის საინტერესო, პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს. კონკრეტულად აინტერესებდათ განსახლების საკითხი სამართლებრივი კუთხით, ასევე იყო საუბარი ქულების მინიჭებაზე და კატეგორიებზე, რომელიც ხშირად არასწორად ენიჭებათ. ასევე განიხილეს სოციალური პროექტები და განათლების საკითხიც,“- განაცხადა გიორგი შავგულიძემ.
როგორც ქუთაისში ლელოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანა ნაცვლიშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, ის მძიმე მდგომარეობა, რომელიც ქუთაისშია აუცილებლად უნდა შეიცვალოს. მისი თქმით, ქალაქს ახალი ძალა და იმედი სჭირდება.
„დღეს, გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა დევნილ მოქალაქეებთან, რომლებიც წლებია ცხოვრობენ ქუთაისში და ამ წლების განმავლობაში დაუგროვდათ არაერთი პრობლემა, რომელიც დღემდე მოუგვარებელია. ჩემი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, არაერთ საცხოვრებელს ვეწვიე, სადაც კომპაქტურად არიან ჩასახლებულები დევნილები და მინდა გითხრათ, რომ ცხოვრების ის პირობები რისი ატანაც მათ წლებია უწევთ, უბრალოდ ღირსების შემლახავი და მიუღებელია. საქართველო არ არის მდიდარი ქვეყანა, მაგრამ არც ისეთი გაჭირვებულები ვართ, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს ამ პირობებში ვაიძულოთ ცხოვრება. უმძიმესი ვითარებაა, სანიტარული ნორმებია მოსაგვარებელი და დაზიანებულია საცხოვრებლების კედლები.
ლელოს უმთავრესი ამოცანაა, რომ საქართველო ეკონომიკურად გაიმართოს წელში და ჩვენმა მოქალაქეებმა პატიოსანი შრომით შეძლონ ოჯახის რჩენა, მათ შორის დევნილებმაც. დევნილებთან მიმართებაში გვაქვს არაერთი პროექტი, თუ როგორ უნდა შევუწყოთ ხელი მათ ეკონომიკურად გააქტიურებას. ასევე მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს, თუ როგორ ვიწყებთ, ჩვენ აფხაზეთში დაბრუნებაზე მუშაობას.
ლელო არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ხელში აქვს ოქროს გასაღები და ეს არის ანაკლიის პორტი. ეს იქნება პირველი გაჩერება აფხაზეთში დაბრუნებისკენ. ჩვენ გავმართავთ ანაკლიას და პორტს. ვაჩვენებთ ჩვენს აფხაზ დებსა და ძმებს, როგორ დგას საქართველო ფეხზე და აქ, ადამიანის ღირსებას პატივს სცემენ. ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ყინულმჭრელი შერიგებისა და გაერთიანების პროცესში,"-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
სიახლეები
- "შიდა საქმეები ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, არა ბიუროკრატებმა ბრიუსელიდან" - ილჰამ ალიევი
- "უცხოურმა აგენტურამ სცადა, რომ 9 აპრილიც გამოეყენებინა საზოგადოების ხელოვნურად გასახლეჩად" - ირაკლი კობახიძე
- რუსეთმა საქართველოს მოქალაქეს, გიორგი გოგლიძეს უკრაინაში “დაქირავებულ მებრძოლად ყოფნის” ბრალდებით 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
- "9 აპრილი იყო სამშობლოსთვის თავდადების, თავგანწირვის დიდი გამოვლინება, რომელმაც ჩვენში გააღვივა და გააძლიერა ეროვნული სული და დამოუკიდებლობის რწმენა"
- "ოცნების“ გამოცხადებული მთავრობა და მისი საპატიო თავმჯდომარე ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას" - პარტია „გახარია საქართველოსთვის“