„დევნილების განსახლება დიდი პრობლემაა და ამდენი ხნის მერე 40 000 ოჯახი უსახლკაროა“ - თორნიკე მარჯანიშვილი

დღეს, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, პოლიტიკური დებატების ფორმატში მორიგი შეხვედრა გაიმართა. 

კონსორციუმი "სამართლებრივი  დახმარება საქართველოში" ახორციელებს პროექტს, რომელიც გაეროს განვითარების ფონდის მიერაა დაფინანსებული. რომლის მიზანია დემოკრატიის ხელშეწყობა საქართველოში, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა არჩევნებში მონაწილეობის  გზით.

 

როგორც კონსორციუმი "სამართლებრივი დახმარება საქართველოში"-ს გამგეობის თავმჯდომარე გიორგი შავგულიძე FirstNews.ge-თან საუბარში განაცხადა, შეხვედრის ძირითადი თემა იყო დევნილები და მათი პრობლემები.  

 

„დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან ერთად, განვახორციელეთ მორიგი შეხვედრა პოლიტიკურ პარტიებთან და მის წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ქუთაისში მცხოვრები დევნილები. ძირითადი საუბრის თემა შეეხებოდა დევნილებსა და მათ პრობლემებს. ჩვენი სტუმარი იყო „ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თორნიკე მარჯანიშვილი.

დეპუტატობის კანდიდატმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა საკუთარი მიზნები, მისწრაფებები და პოლიტიკური გეგმა,რომელსაც მისი პარტია განახორციელებს ქუთაისში, როდესაც საპარლამენტო არჩევნები შედგება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროექტი გაეროს განვითარების ფონდის მიერაა (UNDEF) დაფინანსებული, რომელიც დღესაც მიმდინარეობს და რომლის მიზანიც არის საქართველოში საპარლამენტო და მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დევნილებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ხელშეწყობა,“ - განაცხადა გიორგი შავგულიძემ.

 

შეხვედრაზე  დევნილების მწვავე პრობლემები განიხილეს და ისაუბრეს როგორც სოციალურ, ასევე ოკუპაციის საკითხზეც.

 

„მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ მიიტანოს გულთან თითოეული დევნილის პრობლემები, რომლებიც სათანადო პირობებში არ ცხოვრობენ. მე პირობას ვდებ, რომ ის ურთიერთობა, რაც მათთან მქონდა გაათმაგებული იქნება და გავაკეთებ ყველაფერს რომ ასე აღარ იცხოვრონ.

ეს მოქალაქეები ქუთაისში ცხოვრობენ და ქუთაისელები არიან. ერთად უნდა ვიყოთ და ერთი პრობლემებით ვიცხოვროთ. ღმერთმა ქნას,რომ ძალიან მალე  ყველა ვიხილოთ  საკუთარ სახლებში დაბრუნებულები და ეს იქნება სრულიად საქართველოს ყველაზე დიდი გამარჯვება.

დევნილების განსახლება ძალიან დიდი პრობლემაა. 27 წელი გავიდა და ჯერ კიდევ 40 000 ოჯახი არის უსახლკაროდ. თუმცა ქუთაისში რაღაც ნაბიჯები გადაიდგა ამ კუთხით, მაგრამ ბინების განაწილება არასწორად ხდება, მიკერძოებით. ალბათ ყველას უნდა მიეცეს საკუთარი თავშესაფარი და ყველა პრობლემა თავისით მოგვარდება,“- განაცხადა შეხვედრაზე „ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თორნიკე მარჯანიშვილმა.

 

edeeee663723601000730 287928417991149094 n

წაკითხვა 705 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 24 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.