"კრიმინალები გრძნობენ, რომ ივანიშვილს რამდენიმე დღე დარჩა და იმიტომ დაეცნენ ბანკებს"
.„ივანიშვილი რვა წელია გვყოფს, ერთმანეთს გადაგვკიდა, ოჯახები გადაკიდა. ათასი ტყუილი, საზიზღობა, ჭორი გაავრცელა. ამიტომ ახლა ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ გამარჯვების შემდეგ, არანაირი რევანში და ანგარიშსწორება არ უნდა იყოს. ჩვენ ეს იარები უნდა მოვიშუშოთ, გავამთელოთ რაც გაყოფილია, ჩავეხუტიოთ ერთმანეთს, დავივიწყოთ ძველი წყენა“, - ამის შესახებ შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბადრი ბასიშვილის წარდგენისას განაცხადა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ახლა „საქმის გარჩევების“ დრო არ არის.
„ჩვენ, სააკაშვილები გორიდან ვართ, ბაბუაჩემი გორიდან არის. მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის გორელობა და ძალიან მაგარი ქართველობა ერთმანეთის სინონიმია. ახლა ჩვენ გვაქვს გადამწყვეტი ბრძოლა. ეს არის ის, რომ საქართველო ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა. ეს არის ან ქართული სახელმწიფოს სიკვდილი ან გამარჯვება. ან ჩვენი შვილების მომავლის სიკვდილი ან გამარჯვება. ან უფროსი თაობის სიკვდილი კოვიდისგან და სხვა დაავადებებისგან - შიმშილისგან, სიღარიბისგან, ან -გამარჯვება. ვინაიდან სიკვდილი ჩვენ არ გვიზიდავს, ვინაიდან ვერც ერთი დაავადება ჩვენ ვერ უნდა გვამარცხებდეს, ვინაიდან შიმშილობა ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დავამარცხოთ, ამიტომ არანაირი სიკვდილი- გამარჯვება და მხოლოდ გამარჯვება და ჩვენ ამისთვის ვემზადებით. თქვენ ხედავთ, როგორ გააქტიურდნენ კრიმინალები. ჩემთვის, ყველაზე კარგი ინდიკატორი თუ რა ხდება საქართველოში, არიან კრიმინალები, იმიტომ, რომ კრიმინალებმა მოიყვანეს ესენი და კრიმინალებს მიჰყავთ ესენი ისევ. კრიმინალები გრძნობენ, რომ ივანიშვილს დარჩა რამდენიმე დღე და იმიტომ დაეცნენ ბანკებს, მაღაზიებს, იმიტომ დაიწყეს ხალხის ხოცვა. ცდილობენ, რომ რამდენიმე დღე მოიპარონ. ესენი ცდილობენ მოიპარონ მაღაზიებიდან, ბიუჯეტის ქურდები და მღრღნელები ცდილობენ მოიპარონ ტენდერებიდან, მოიპარონ ბიუჯეტში დარჩენილი ბოლო ნამცეცები, რაც არ გაუტანიათ, რადგან მათ იციან, რომ მათი სალაფავის დრო დასრულდა. საქართველოში იწყება წესიერების, პატიოსნების, აღმშენებლობის, მომავლის ეპოქა და ეს ეპოქა იწყება 31 ოქტომბერს, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მან ასევე მიმართა სახელმწიფო მოხელეებს, ნუ შეასრულებენ უკანონო ბრძანებებს.
„მინდა მივმართო სახელმწიფო მოხელეებს, პოლიციელებს - ნუ შეასრულებთ უკანონი ბრძანებებს, იმიტომ, რომ თქვენს წინააღმდეგ არავინ არაფერს აპირებს. გაძლევთ გარანტიას, რომ ყველა, ვინც პატიოსნად მუშაობს და ასეთია ჩვენი სამოქალაქო სამსახურის აბსოლუტური უმრავლესობა, შეინარჩუნებს თავის სამუშაო ადგილს. თქვენ აგეწევათ ხელფასი, გაუმჯობესდება პირობები, ბევრად უკეთესი პერსპექტივა გაგიჩნდებათ და აღარავის ხელის ბიჭები, გოგოები და აღარავის მონები არ იქნებით. თქვენ იქნებით ხალხის მსახურები და ჩვენ ამის გარანტიებს აუცილებლად შეგიქმნით“, - განაცხადა სააკაშვილმა.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"