"როგორც გადავაბარეთ ხელისუფლება, ისევე გადმოგვაბარებენ"- მიხეილ სააკაშვილი
მოემზადონ გუდანაბადის ასაკრავად, ხელისუფლების მშვიდობიანად გადმოსაბარებლად, როგორც გადავაბარეთ, ისევე გადმოგვაბარებენ, რამდენიც არ უნდა იხტუნაონ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.მოემზადონ გუდანაბადის ასაკრავად, ხელისუფლების მშვიდობიანად გადმოსაბარებლად, როგორც გადავაბარეთ, ისევე გადმოგვაბარებენ, რამდენიც არ უნდა იხტუნაონ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.
ის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც „რადიკალური ოპოზიცია ამზადებს მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, რომლითაც, ადამიანების ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც არის შესაძლებელი“.
„ეხ, ეს გეგმაც როგორ გამიგო ივანიშვილმა, როგორ ჩამიშალა, საიდან გაიგო, რომ მე აქედან და ადგილზე, „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს, როგორც თვითონ სწორად თქვეს ე.წ. Deepfake-ის სისტემის მეშვეობით არჩევნების გაყალბებას. ასე ტრიალებს „იმედზე, მაგათ სხვა არხებზე. ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაციაა, კიდევ კარგი, რომ დროზე გაიგეს. მსოფლიოში პირველი უნიკალური მაგალითი იქნება, როცა ოპოზიცია არჩევნებს აყალბებს. ეს ხუმრობით და ისე, ვაი, მართლა მაგათ პატრონს. აგებენ არჩევნებს დიდი უპირატესობით და დაიწყეს ლაპარაკი, რომ თურმე ჩვენ გავაყალბებთ არჩევნებს. სინამდვილეში, რაზეც შეშფოთდნენ ისაა, რომ პირველად, მთელი არჩევნების განმავლობაში, ადრე იდეალური მსხვერპლივით რომ ვიქცეოდით, უკრაინელი სპეციალისტების, ამერიკასა და ინგლისში მომუშავე „აიტიშნიკების“,უცხოელების დახმარებით შევქმენით სახის და სხეულის ამოცნობის სისტემა, რომელიც მათ კარუსელებს პრაქტიკულად დაუბრკოლებელ ბარიერებს უქmნის და ძალიან შეშფოთდნენ. აღარ იციან ახლა რა ქნან, რადგან გაყალბებული სიები აქვთ, აპირებენ, რომ არარსებულ ხალხს მიაცემინონ ხმა. ეს არის ივანივილის ბოლო იმედი. აბა კამპანიას ეგ არ აწარმოებს და საარჩევნო ბრძოლაში არ იმყოფება, მაგრამ მაინც არაფერი გამოუვა. არჩევნებს დავაკვირდებით, გავიმარჯვებთ. მოემზადონ გუდანაბადის ასაკრავად, ხელისუფლების მშვიდობიანად გადმოსაბარებლად, როგორც გადავაბარეთ, ისევე გადმოგვაბარებენ, რამდენიც არ უნდა იხტუნაონ. ეს არის და ეგ. ქართველი ხალხი დაიბრუნებს ხელისუფლებას საქართველოში“,-აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"