„დევნილ ოჯახებზე საცხოვრებელი ფართის გადანაწილება თანაბრად უნდა მოხდეს“ - თეა ერგემლიძე
დღეს, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, პოლიტიკური დებატების ფორმატში მორიგი შეხვედრა გაიმართა.
კონსორციუმი "სამართლებრივი დახმარება საქართველოში" პროექტს ახორციელებს, რომელიც გაეროს განვითარების ფონდის მიერაა დაფინანსებული.
როგორც კონსორციუმი "სამართლებრივი დახმარება საქართველოში"-ს გამგეობის თავმჯდომარე გიორგი შავგულიძე FirstNews.ge-თან საუბარში აცხადებს, დღეს მორიგი შეხვედრა, დებატების ფორმატში, ქუთაისში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობასთან გაიმართა.
„დღეს, UNDEF-ის მიერ დაფინანსებული პროექტის -"პოლიტიკური დებატები პოლიტიკურ პარტიებთან" ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა.
დებატებზე წარმოდგენილი იყო „საქართველოს კონსერვატიული პარტიის“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი თეა ერგემლიძე. მან სრულად წარმოადგინა თავისი პარტიის მიზნები და ამოცანები.
დებატებში მონაწილეობას იღებდნენ დევნილი მოსახლეობა, სანატორიუმი ხვამლიდან, სადაც მოხდა ბინების გადაცემა თუმცა ნაწილობრივ.
დევნილებმა ისაუბრეს საკუთარ პრობლემებსა და იმ ნიუანსებზე რაც მათ აწუხებდათ. არასაკმარისი ფართი, სულადობის არასწორი აღწერა, ოჯახების ხელოვნური დაყოფა, - ყველაფერმა ამან თავი მოიყარა და მათი მხრიდან მწვავე შეკითხვები დაისვა. შესაბამისად თეა ერგემლიძე შეეცადა გადმოეცა საკუთარი ხედვები და მიზნები, რაც ამ პრობლემებს სამომავლოდ გამოასწორებდა,“ -განაცხადა გიორგი შავგულიძემ.
როგორც „საქართველოს კონსერვატიული პარტიის“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა თეა ერგემლიძემ განაცხადა, მათთვის მნიშვნელოვანია ამომრჩეველმა ღირებული არჩევანი გააკეთოს.
„გვსურს, ქვეყანაში ქართველმა იცოდეს რომ ქართველია. ჩვენ ვთავაზობთ ამომრჩეველს, ტრადიციებისა და ღირსების მხარდაჭერას. მე პირადად მინდა, რომ ჩემსა და ყველა ქართველის პირადობის მოწმობაში ეწეროს ეროვნება ქართველი. პარლამენტში შესვლისას ამ ინიციატივას აუცილებლად გავაჟღერებთ და შევეცდებით მის განხორციელებას.
ჩემი პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, კანონი რომელიც მიღებულია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის და შემოდებულია თაროზე, მოხდება მისი ამუშავება. ამ სისტემაში მომუშავეებისთვსი შეიქმნება კარგი სამუშაო პირობები და ექნებათ მაღალი სახელფასო ანაზღაურება.
ჩვენ ვთვლით, რომ ამ წლების განმავლობაში, დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება არ მოხდა. არიან ისეთი ოჯახები, რომლებიც დღემდე ქირით ცხოვრობენ. არიან ისეთებიც, რომ ოჯახის თითოეულ წევრს საკუთარი ბინა აქვს. ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით სწორად უნდა მოხდეს საცხოვრებელი ფართის გადანაწილება,“- განაცხადა თეა ერგემლიძემ.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"