,,იუსტიციის მინისტრი აღარ ვიქნები, ვიქნები პარლამენტში" - წულუკიანი
,,ქართული ოცნების" წევრი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ თუ "ქართული ოცნება" დააკომპლექტებს მთავრობას, იუსტიციის მინისტრად მისი დანიშნვნა არ იგეგმება.
მისივე თქმით, ის საქმიანობას საკანონმდებლო ორგანოში გააგრძელებს.
,,მე იუსტიციის მინისტრი აღარ ვიქნები, ვიქნები პარლამენტში. ეს ასე არ იგეგმება. მომავალ პოზიციებს მომავალში ვნახავთ, მაგრამ ეს დაგეგმილი არ არის, რომ მე დავბრუნდე იუსტიციის სამინისტროში",- განაცხადა თეა წულუკიანმა ,,ღამის კურიერში".
სიახლეები
- ,,ველი კიდევ 3 წელს, 16 წელი მექნება სასჯელი - სერიულ მკვლელებს და პედოფილებს უსჯიან ამდენს"- მიხეილ სააკაშვილი
- ,,სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა" - გიგა ავალიანის დედა პროკურატურის განცხადებას ეხმაურება
- ,,ჩვენი ქვეყანა ღიაა იმისათვის, რომ სუფთა ფურცლიდან მოხდეს საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის დაწყება"- ზვიად შალამბერიძე
- ,,ჩვენი და ამერიკის თანხვედრა ღირებულებით ნაწილში, მსოფლმხედველობით ნაწილში, პოლიტიკურ ჭრილს ვგულისხმობ, ერთი-ერთში ემთხვევა”
- ,,როგორც ჩანს, ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა, როგორც იქნა, რუკას დახედა და გაათვითცნობიერა ის, რომ საქართველო მართლაც საკვანძო ადგილზე იმყოფება” – ლევან მაჭავარიანი
