"დევნილობა ისევ სტატუსად რჩება და ამის გადაჭრის გზები დღემდე არ არსებობს" - ნათელა ჯიმშელეიშვილი

დღეს, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, პოლიტიკური დებატების ფორმატში მორიგი შეხვედრა გაიმართა.

კონსორციუმი "სამართლებრივი  დახმარება საქართველოში" პროექტს ახორციელებს, რომელიც გაეროს განვითარების ფონდის მიერაა დაფინანსებული.

 

დებატებზე წარმოდგენილი იყო ნათელა ჯიმშელეიშვილი ქუთაისის მაჟორიტარობის  კანდიდატი პარტია „ქართული ფესვებიდან“.

 

როგორც კონსორციუმი "სამართლებრივი დახმარება საქართველოში"-ს გამგეობის თავმჯდომარე გიორგი შავგულიძე FirstNews.ge-თან  საუბარში აცხადებს, დღეს მორიგი შეხვედრა, დებატების ფორმატში,  ქუთაისში მცხოვრებ  დევნილ მოსახლეობასთან გაიმართა.

 

„დღეს, UNDEF-ის მიერ დაფინანსებული პროექტის - "პოლიტიკური დებატები პოლიტიკურ პარტიებთან" ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა.

 

დღევანდელ პოლიტიკურ დებატებში წარმოდგენილი იყო პარტია „ქართული ფესვების“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი ნათელა ჯიმშელეიშვილი, რომელმაც ვრცლად ისაუბრა პარტიის პოლიტიკურ მიზნებსა და ამოცანებზე, მათ გეგმებზე. პოლიტიკური ლიდერი დევნილ მოსახლეობას შეხვდა. დებატები ძალიან საინტერესო იყო. განხილული იყო სხვადასხვა საკითხები, მათ შორის ხაზი გაესვა ორ საკითხს: პირველი იყო რეალური დეცენტრალიზაციის საკითხი ქვეყანაში და ქუთაისის პოტენციალი მასთან მიმართებაში, მეორე კი - განათლების საკითხი ქვეყნის მასშტაბით.

 

პარტიას კონკრეტული გეგმები აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. მაჟორიტარობის კანდიდატმა განიხილა, თუ რას გააკეთებს 2020 წლის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში,“-განაცხადა გიორგი შავგულიძემ.

 

როგორც პარტია „ქართული ფესვების“ ქუთაისი მაჟორიტარობის კანდიდატმა ნათელა ჯიმშელეიშვილმა შეხვედრაზე განაცხდა, დევნილების საკითხი მისთვის ძალიან მტკივნეული და პრიორიტეტული საკითხია.

 

„ვთვლი, რომ ჩემი დღევანდელი შეხვედრა ძალიან ნაყოფიერია, რადგან შევხვდი დევნილებს. ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა, 27 წლის პრობლემა. დღეს, დევნილების ძალიან ბევრი პრობლემა განვიხილეთ, რომელიც აქამდე უნდა ყოფილიყო მოგვარებული და დღემდე კიდევ პრობლემად რჩება. ეს არის ბინიდან განსახლების, შემწეობისა და სოციალური საკითხები, რომლებიც აქამდე გაგრძელდა და ამდენი ხანია ამაზე ვსაუბრობთ. სამწუხაროდ, დევნილობა ისევ სტატუსად და წუხილად რჩება. ამის გადაჭრის გზები კი დღემდე არ არსებობს.

 

დევნილთა პრობლემები ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. მათი განსახლების პრობლემები ჩვენს საარჩევნო პროგრამის პუნქტში განსაკუთრებულად გვაქვს გაწერილი.  ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს, იმას, რომ საქართველოში მშენებარე ბინების 10 % იყოს ყოველთვის დევნილების. ამაზე კი გარკვეული კანონმდებლობა უნდა შეიქმნას. თუკი ჩვენ გავიმარჯვებთ, ამაზე აქტიურად ვიმუშავებთ. ჩვენს ქალაქში არის დეცენტრალიზაციის პრობლემა, რადგან დევნილების საკითხს ვერ წყვეტენ.

 

ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა, თუნდაც ეკონომიკა და განათლება. განათლების ნაკლებობა იწვევს ყოველგვარ უბედურებას. ასევე დაუცველი ადამიანის უფლებები და ეს ყველაფერი მაინც განათლების არქონიდან მოდის,“-განაცხადა ნათელა ჯიმშელეიშვილმა.

 

eee123021532 479745049651084 1152132295286339064 n

წაკითხვა 502 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 29 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.