"გიჟები“ ვართ, როცა საქმე ეხება ძალიან დიდ ამბებს და ჩვენს გამარჯვებას"

თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა უკრაინიდან მიმართა. 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოში ხალხი იბრძვის არა რომელიმე პოლიტიკოსისთვის, არამედ უკეთესი ცხოვრებისთვის.

,,ჩემო განსაკუთრებულებო, თქვენ არ იბრძვით არც ერთი პოლიტიკოსისთვის, თქვენ არ იბრძვით სააკაშვილისთვის, არ იბრძვით არავისთვის, არამედ იბრძვით იმისთვის, რომ გქონდეთ ნორმალური პენსია, რომ ჩვენი ახალგაზრდობა არ წავიდეს საქართველოდან, იბრძვით იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს განსაკუთრებული პერსპექტივა, რომ თავისუფლება ვერასდროს დაახშონ. რომ ვერც ერთმა ცალკე აღებულმა ფულის ტომარამ ვერ გადაწყვიტოს, რომ თქვენზე უფრო ჭკვიანია იმიტომ, რომ მეტი ფული აქვს. ვერ გადაწყვიტოს, რომ თქვენ მას ეკუთვნით, იმიტომ, რომ თქვენზე უფრო ცბიერია“,-განაცხადა სააკაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსაც მიმართა.

„მე გიჟს მეძახდნენ, ჩვენ ვართ „გიჟები“, როცა საქმე ეხება ძალიან დიდ ამბებს და ჩვენს გამარჯვებას. მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. 31 ოქტომბერს ჩვენ ისევ დავიწყებთ თქვენს გაერთიანებას. ივანიშვილი გვყოფდა, ჩვენ გავერთიანდით. მინდა ვუთხრა „ოცნების“ მხარდამჭერებს, გავუწოდოთ ერთმანეთს ხელები. გუშინ და დღეს ჩვენ ვართ და ვიყავით მოწინააღმდეგეები, ხვალ ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ. მინდა ვუთხრა ჩვენს საამაყო სახელმწიფო მოხელეებს, თქვენ სხედხართ იმ შენობებში, რომელიც ჩემი აშენებულია, თქვენ იღებთ იმ ხელფასებს, რომელიც თავის დროზე დაგინიშნეთ და სამწუხაროდ, არ გაგეზარდათ. ხომ იცით, რომ ძალიან მიყვარს ის შრომა, რასაც თქვენ ეწევით. თქვენ ხომ იცით, რომ თქვენს მხარეზე ვართ", - განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა მოქალაქეებს გაერთიანებისა და არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა.

„წყნარად გავუშვათ პენსიაზე ივანიშვილი, მისი ჯგუფი და გავაგრძელოთ ძალიან სწრაფი განვითარება“,-განაცხადა სააკაშვილმა.

თბილისში, თავისუფლების მოედანზე, „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას“ შემაჯამებელი აქცია გაიმართა.

წაკითხვა 593 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.