"ქართულ ოცნებას" არც ერთ კონფიგურაციაში ხელისუფლებას არ შევუქმნით"

"ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ისინი "ქართულ ოცნებასთან" არანაირ კონფიგურაციაში კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან.

 როგორც მან აღნიშნა, "ევროპული საქართველო" ასევე პრემიერად ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის არჩევას არ უჭერს მხარს.

 

„ევროპული საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ხელმოწერა. ყველამ იცით, რომ "ევროპული საქართველო" იყო ერთ-ერთი ინიციატორი იმისა, რომ პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს აეღოთ ვალდებულება და გაეკეთებინათ განცხადება, რომ არავითარ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებას" კოალიციას არ შეუქმნიდნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ივანიშვილი მარტო დარჩეს, რათა დამარცხდეს. ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა, რომ ხვალ, ყველა ის ადამიანი, რომელიც აღშფოთებულია იმ ეკონომიკური კრიზისით, რომელშიც შეიყვანა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა, ყველა ის ადამიანი, რომელიც გაბრაზებულია იმაზე, როგორ ჩააფლავა რეაგირება კორონასთან დაკავშირებულ ამბებზე ივანიშვილის ჩაფლავებულმა მთავრობამ, ყველა ადამიანი, რომელიც გაბრაზებულია ქვეყანაში მზარდი კრიმინალით, ხვალ უნდა მოვიდეს არჩევნებზე და მხარი დაუჭიროს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც აღარ უნდათ ივანიშვილი.

 

"ევროპული საქართველო" ამას სთავაზობს საზოგადოებას, რომ ჩვენ წავიდეთ წინ, მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები ყველა მიმართულებით და დავიძრათ წინ სწრაფად, რომ აღარ ვიყოთ დამოკიდებული ერთ პიროვნებასა და ერთპარტიულ მმართველობაზე. ამ ხელმოწერით ჩვენ ვადასტურებთ სწორედ იმას, რომ "ქართულ ოცნებას" არც ერთ კონფიგურაციაში ხელისუფლებას არ შევუქმნით. საზოგადოებამ ასევე უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ასევე გვაქვს აღებული მეორე პოლიტიკური ვალდებულება - არ ვაპირებთ, რომ მხარი დავუჭიროთ მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად არჩევას", - განაცხადა კაპანაძემ.

 

ცნობისთვის, დღეს "ლეიბორისტული პარტიის ოფისში" ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ, რომ "ქართულ ოცნებასთან" კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან.

წაკითხვა 389 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 30 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.