"საქართველოში არცერთი თანამდებობა არ მინდა, არცერთი პოლიტიკური როლი არ მინდა"
საქართველოში არცერთი თანამდებობა არ მინდა, სრულიად ოფიციალურად ვაცხადებ. არცერთი თანამდებობა არ მინდა, არანაირი პოლიტიკური როლი არ მინდა, ერთადერთი რამ მინდა, მინდა ვიყო თავისუფალო ქვეყნის თავისუფალი შვილი, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, მისი ოცნებაა საქართველო იყოს თავისუფალი.
"ჩემთვის ეს არის ერთადერთი სანუკვარი ოცნება, საქართველო იყოს თავისუფალი. გაიგეთ ხალხო, სამშობლოს ვკარგავთ. სამშობლო თუ არ გაქვს, რა თანამდებობაც არ უნდა გქონდეს ნებისმიერ ქვეყანაში, არავინ ხარ. აქ ამაზე ვლაპარაკობთ ჩვენ. მომავალში ყველა კენჭისყრა უნდა იყოს ელექტრონული, ყველა ემიგრანტსა და ყველა ქართველს უნდა ჰქონდეს საშუალება ელექტრონულად მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, დამთავრდა ქაღალდების თვლა და ბიულეტენები", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სიახლეები
- "ქუთაისში საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემის საკითხი დიდ გამოწვევად რჩება" - ელეონორა არჩაია
- "ვაპროტესტებ მხოლოდ ზვიგენის საქმეზე ბრალის წარდგენას და არა სანქციებზე, რადგან მე მოვუწოდებდი დასავლეთში ჩემს მრავალრიცხოვან მეგობრებს სანქცირებას და კიდევ მოვუწოდებ"
- "დიდი მადლობა პროკურატურას ჩემი შრომის დაფასებისთვის" - ელენე ხოშტარია
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 7 ნოემბრისთვის
- "შერიგება იწყება პატარა ნაბიჯებით -ადამიანიდან ადამიანამდე" - რა გამოსავალი არსებობს კონფლიქტის მოსაგვარებლად
