9 ნოემბერს, ქუთაისში „პატრიოტთა ალიანსი“ აქციას გამართავს
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსში“ აცხადებენ, რომ 9 ნოემბერს, აქციებს ქუთაისიდან იწყებენ. გიორგი ლომიას თქმით, აქცია ქუთაისის მოედანზე 9 ნოემბერს, ხუთ საათზე გაიმართება.
მიისვე განმარტებით, აქციები სხვადასხვა რეგიონში 7-10 დღიანი შუალედით ჩატარდება და საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გააპროტესტებენ.
„პატრიოტთა ალიანსი“, როგორც ყოველთვის, ბრძოლის ხაზზეა, არც ერთი პარტია არ ეგუება იმ შედეგებს, რა შედეგიც დადგა. აქედან გამომდინარე, ყველა პარტია თავის პროტესტს გამოხატავს და აფიქსირებს იმ პრეტენზიებს, რომელიც საფუძვლიანად გააჩნია. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, ,,პატრიოტთა ალიანსი“ ბრძოლას აგრძელებს და ვინაიდან ბრძოლამ ქუჩაში გადაინაცვლა, ბუნებრივია, ჩვენც გამოვდივართ და ვიკავებთ ქუჩას. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, დრო და დრო შევხვდებით და გავესაუბრებით. აქციებს ვიწყებთ ქუთაისიდან, 9-ში ვატარებთ ქუთაისის მოედანზე ხუთ საათზე. აქციები მიიღებს პერმანენტულ ხასიათს და სხვადასხვა რეგიონში ერთკვირიანი ან 10-დღიანი შუალედით ჩატარდება“, – განაცხადა გიორგი ლომიამ.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა აქცია 7 ნოემბერს, შაბათს თავისუფლების მოედანზე დაანონსა.
სიახლეები
- საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
- "საქართველოში არჩევნების გაყალბება და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილი თემებია, სიმართლე ჩვენს მხარესაა და მოსახლეობა მხარს ჩვენ გვიჭერს"
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია - შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აპრილისთვის
- "ყოველთვის ვთვლიდით, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია საერთო მიზნებისთვის, ვაგრძელებთ თანამშრომლობას"