"მიხეილ სააკაშვილი გავლენების მქონე პირის როლს თამაშობს"
მიხეილ სააკაშვილი როლშია შესული და თამაშობს გავლენების მქონე პირის როლს,- ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მომხრეებს აქეზებს, რომ საპროტესტო ტალღა ააზვირთოს.
„ესაა ერთადერთი არალეგიტიმური პირი ამ არჩევნებზე, რომელიც კამპანიაში იყო ჩაბმული და ლიდერად გვევლინებოდა, იმიტომ, რომ ის არც საქართველოს მოქალაქეა, თან საქართველოს სასამართლოს მიერ თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული. ეს ადამიანი ახლა უბრალოდ თავის მომხრეებს აქეზებს, რომ რაღაც ისეთი ქნან, რაც მის დესტრუქციულ გეგმებში ჯდება და ცდილობს ვიღაცას თავი მოაჩვენოს, რომ ახლა მოდის, ხელმძღვანელი ხდება ამ ქვეყნის. გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თამაშობს და გონია, რომ ამით საპროტესტო ტალღას ააზვირთებს. ტალღა მაშინ ზვირთდება, როდესაც სიმართლეზეა დამყარებული და ახლა რაც არ უნდა ალაპარაკონ თავისი მომხრეები ეთერებში ოქმები გაყალბდაო, დოკუმენტურად მტკიცდება რაშიც იყო საქმე და დარწმუნებული ვარ, ამ პროვოკაციაზე თავისი მომხრეები არ წამოეგებიან“,-განაცხადა მდინარაძემ.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა
