პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის ხარჯების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება და აღნიშნულს დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს.
განცხადება შეიცავს ინფორმაციას, როგორც პრეზიდენტ ზურაბიშვილის, ისე მისი წინამორბედი პრეზიდენტების ხარჯების შესახებ.
"გვსურს, კონკრეტული ფაქტებით გამოვეხმაუროთ საქართველოს პრეზიდენტის ხარჯების შესახებ, მისი დისკრედიტაციის მცდელობის მიზნით გავრცელებულ ინფორმაციას. საზოგადოებამ თავად შეადაროს ციფრები და გააკეთოს დასკვნები.
საქართველოს პრეზიდენტების 9 თვის სამივლინებო ხარჯები:
მიხეილ სააკაშვილი (2012 წელი) - 2,558,799 ₾ იმდროინდელი გაცვლითი კურსით (კურსი1.6) - 1,599,249 $.
გიორგი მარგველაშვილი (2016 წელი) - 1,991,954 ₾ (კურსი 2.1) - 948,549 $
სალომე ზურაბიშვილი (2019 წელი) - 1,335,569 ₾ (კურსი 2.6) - 513,680$
აღნიშნული ნიშნავს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მივლინების ხარჯი დაახლოებით 3-ჯერ მეტი იყო, ხოლო პრეზიდენტ
მარგველაშვილის ორჯერ მეტი, ვიდრე დღევანდელი პრეზიდენტისა.
საყურადღებოა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არ აქვს სარეზერვო ფონდი, რომელიც 2019 წლიდან განულდა და 2013-2018 წლებში წლიურად 5 მილიონს, ხოლო 2013 წლამდე პერიოდში 50 მილიონ ლარს შეადგენდა" - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სიახლეები
- “შავი ხვრელები საქართველოში, საერთაშორისო სანქციების თავიდან არიდება – ეს ის ხალხია, ვინც აბრალებდა საკუთარ ქვეყანას ყველაფერ ამ უბედურებას” - მაჭარაშვილი
- პროკურატურამ საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და ხელისუფლების დამხობის მოწოდების საქმე აღძრა 8 ოპოზიციონერის წინააღმდეგ
- შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ი.თ. დააკავეს
- ცვლილებებზე და გამოწვევებზე ეფექტური რეაგირებით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო სამეულში მეორე ადგილზეა
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა ომის მოგვარებასთან დაკავშირებით თხოვნით მიმართა
