"მეტი ყურადღება უნდა გამომეჩინა" - როგორია გიორგი გახარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა
ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე ბევრად უკეთესია, შეინიშნება საგრძნობი პროგრესი.
ვიმყოფები სახლში და ვასრულებ ოჯახის ექიმის რეკომენდაციებს. ვცდილობ, რაც შეიძლება სწრაფად დავბრუნდე სამსახურში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ "იმედის" ეთერში განაცხადა.
„ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე ბევრად უკეთესია, შეინიშნება საგრძნობი პროგრესი. ვიმყოფები სახლში და ვასრულებ ოჯახის ექიმის რეკომენდაციებს. ვცდილობ, რაც შეიძლება სწრაფად დავბრუნდე სამსახურში. ვირუსი არ ცნობს არც თანამდებობას და არც პოლიტიკურ გემოვნებას. რა თქმა უნდა, ვიცავდი ყველა წესს, თუმცა, როგორც ჩანს, კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამომეჩინა. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ეპიდემიოლოგების მიერ დასახელებული ყველა წესის ზედმიწევნით დაცვას. ეს არის ვირუსის შენელებისა და შეჩერების ერთადერთი და ყველაზე სწორი გზა. იმ შემთხვევაში თუ მაინც დავინფიცირდით, საგანგაშო არაფერია, მშვიდად უნდა მივყვეთ ექიმების რჩევებს“, - განაცხადა გახარიამ.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 სექტემბრისთვის
- “როგორ არის ფრანგულად ქაჯუნ? სე ლა ვი!” - გოგა ხაინდრავა სალომე ზურაბიშვილს
- ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი მიიღო
- დიდმა ბრიტანეთმა ოთარ ფარცხალაძე და ლევან ვასაძე დაასანქცირა
- “ღაზას ომი ისრაელის იმიჯს მთელ მსოფლიოში აზიანებს” – მაკრონი