ეუთო-ს მისია მომიტინგეებსა და ხელისუფლებას მიმართავს
ეუთო-ს მისია 8 ნოემბერს, თბილისში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ეუთო-ს სპეციალური კოორდინატორი და მოკლევადიანი საარჩევნო მისიის ხელმძღვანელი ელონა გებრეა ჰოჯა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი პია კაუმა აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ძალადობისგან, ხოლო ხელისუფლებას მოუწოდებენ, პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტურ თავისუფლებას.
„მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები იყო კონკურენტული და ფუნდამენტური თავისუფლებები, ზოგადად, დაცული იყო, თუმცა მე ასევე შეშფოთებით ვადევნებ თვალყურს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს. მივესალმები ადამიანების მიერ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენებას, მაგრამ ძალადობრივი აქტები მიუღებელია. მე მოვუწოდებ საპროტესტო აქციების მონაწილეებს მშვიდობისკენ. ამავე დროს, მართალია, მე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ პოლიციას აკისრია თავშეკავების ვალდებულება დემონსტრანტებთან მიმართებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ მოუსმინოს საპროტესტო აქციების მონაწილეებს და პატივი სცეს ფუნდამენტურ თავისუფლებებს“, - აცხადებს ჰოჯა.
პია კაუმა კი ყველა მონაწილე მხარეს კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდებს.
„მოვუწოდებ ყველა მონაწილე მხარეს კონსტრუქციული დიალოგისკენ, რათა დაძლეული იყოს ამჟამინდელი პოლარიზაცია და ერთობლივად შემუშავდეს სტაბილური პოლიტიკური ჩარჩო, ასევე გათვალისწინებული იყოს საერთაშორისო დაინტერესებული მხარეებისგან ახლახან მიღებული გზავნილები, მხარს ვუჭერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სავარაუდო საარჩევნო დარღვევებზე რეაგირების ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფაში“,- განაცხადა პია კაუმამ.
გენერალური მდივანი რობერტო მონტელა საქართველოს არჩევნებზე და ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების დაკვირვების საფუძველზე დარწმუნებულია, რომ ყველა დაინტერსებული მხარე იქნება მაქსიმალურად თავშეკავებული და გამოამჟღავნებს პასუხისმგებლობის მაღალ დონეს და ერთგულებას საერთო სიკეთის მიმართ, რათა უზრუნველყოფილი იყოს უფრო მტკიცე დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და საზოგადოებრივი ნდობის მაღალი ხარისხი.
,,31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიავლინა სადამკვირვებლო მისია. ამ მისიის თანახმად (რომელიც შედგა ეუთოს/ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივი ძალისხმევით), არჩევნების ტექნიკური ასპექტების მართვა წარიმართა ეფექტიანად, მიუხედავად COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევებისა, თუმცა მმართველი პარტიის დომინირებამ საარჩევნო კომისიებში უარყოფითად იმოქმედა მიუკერძოებლობის და დამოუკიდებლობის აღქმაზე, განსაკუთრებით ქვედა დონეებზე.
არჩევნები ჩატარდა მნიშვნელოვნად შეცვლილი საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე, ფართო საზოგადოებრივი კონსულტაციების შედეგად, რომლებმაც მოიტანა გარკვეული გაუმჯობესება დემოკრატიული არჩევნების ჩატარების კუთხით, თუმცა ასევე აუცილებელია შემდგომი ძალისხმევა ხარვეზების გამოსასწორებლად", - აღნიშნულია განცხადებაში.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი