"ცესკო-ზე შეტევის მიზანი, სავარაუდოდ, ბიულეტენების განადგურება იყო" - თალაკვაძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 8 ნოემბერს ოპოზიციის მხრიდან ცესკოზე შეტევის მიზანი, სავარაუდოდ, ბიულეტენების განადგურება იყო.
"სავარაუდოდ, პოლიტიკურმა ლიდერებმა, ჩვენი მოქალაქეები გამოიყენეს იმისთვის, რომ მორიგი შეტევა მოეხდინათ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე. ცენტრალური საარჩევნო კომისია არის ის სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ითვლის ხალხის მიერ მიცემულ ხმებს და აჯამებს არჩევანს და მოახდინეს შეტევა. დიდი ალბათობით, მათი მიზანი იყო ბიულეტენების განადგურება. ეს ყველაფერი მოხდა ღამე და ბიულეტენების განადგურების შემდეგ, ეს ხალხი გამოვიდოდა და იტყოდა, რომ ცენტრალურ ოფისში დაცული ბიულეტენები აღარ არსებობს და არჩევნები უნდა ჩატარდეს თავიდან", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ "ღამის კურიერში".
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 სექტემბრისთვის
- “როგორ არის ფრანგულად ქაჯუნ? სე ლა ვი!” - გოგა ხაინდრავა სალომე ზურაბიშვილს
- ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი მიიღო
- დიდმა ბრიტანეთმა ოთარ ფარცხალაძე და ლევან ვასაძე დაასანქცირა
- “ღაზას ომი ისრაელის იმიჯს მთელ მსოფლიოში აზიანებს” – მაკრონი