"მაიკ პომპეოს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით შეკითხვები ექნება"
"დარწმუნებული ვარ, რომ მაიკ პომპეოს შეკითხვები ექნება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით," - ამის სესახებ პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.
მისი თქმი, ანაკლიის პორტში ჩადებული იყო ამერიკული ინვესტიცია, ასევე, აშშ-ს სახელმწიფო ინტერესი დიდი იყო ამ თემის მიმართ.
"ბევრი გაფრთხილება მოვისმინეთ ჩვენ მათი მაღალი თანამდებობის პირებისაგან ამ მიმართულებით, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ მაინც ჯიუტად დაბლოკა და გააჩერა ანაკლიის პორტი. ამაზე კი მათ სერიოზული განმარტებების გაკეთება მოუწევთ," - აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
