"მოვუწოდებ მოქალაქეებს, მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღონ"
რ წამიკითხავს, არ გავცნობილვარ, როცა გავეცნობი შემდეგ გავაკეთებ კომენტარს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ეუთო-ს დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
ამასთან, როგორც უგულავა ამბობს, მეორე ტურებიც სიყალბეა, რის გამოც ოპოზიცია მასში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.
„პარლამენტის მიმართ ნდობა დაკარგულია, პოლიტიკური ოპოზიციის გადაწყვეტილება, რომ ამ სიყალბეში მონაწილეობას არ მიიღებს, არის შეუვალი და არანაირ გადახედვას არ ექვემდებარება. დანარჩენი, ახლა დოკუმენტი, რომელსაც არ გავცნობილვარ, ვინც არ უნდა მოგვიწოდოს ეს, თუ სიყალბე დარჩება და ჩვენ ვხედავთ სიყალბის გაფორმებას, მეორე ტურები არის ასევე სიყალბე და ჩვენს მოქალაქეებს მინდა მოვუწოდო, არ მიიღონ მონაწილეობა მეორე ტურში, რადგან ის ზუსტად იგივენაირი სიყალბეა, რა სიყალბეც ჩაატარა 31 ოქტომბერს. დანარჩენ დეტალებზე ნებისმიერი დოკუმენტის როცა გავეცნობი, მაშინ გავაკეთებ კომენტარს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელის, ფინელი პარლამენტარის, პია კაუმას განცხადებით, საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული და ზოგადი ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული.
სიახლეები
- "ეს დღე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი" - ირაკლი კობახიძე
- "ქართულმა ოცნებამ“ თსუ-ს დამოუკიდებლობა დაასრულა, უნივერსიტეტის პოლიტიზაციით და აკადემიურ თავისუფლებაზე მუქარით" - სალომე ზურაბიშვილი
- მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- წონის კლების ფრანგული მოდელი ბიოლოგიური საათის მიხედვით
