მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში დასრულდა
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა საქართველო დატოვა.
მაიკ პომპეოს თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ეს წუთია გაფრინდა.
აშშ-ს სახელწიფო მდივანი მეუღლესა და დელეგაციის წევრებთან ერთად თბილისიდან თელავივში მიემგზავრება.
4 ოფიციალური შეხვედრა სამი საათის ინტერვალში და არცერთი პრესკონფერენცია - ასეთი იყო თბილისში მყოფი ამერიკის სახელმიწფო მდივნის დღევანდელი დღის განრიგი.
პირველი შეხვედრა მაიკ პომპეომ ათონელის სასახლეში, პრეზინდეტთან გამართა, ამის შემდეგ გაიმართა აუდიენცია მთავრობის კანცელარიაში პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან, საიდანაც საპატრიარქოში გადაინაცვლა პატრიარქთან შესახვედრად. გამგზავრებამდე კი მაღალი რანგის სტუმარი არასამთავრობო სექტორს ესაუბრა. აღსანიშნავია, რომ ყველა შეხვედრას ესწრებოდა კელი დეგნანი აშშ-ის ელჩი საქართველოში.
მაიკ პომპეოს არ გაუმართავს შეხვედრა ოპოზიციურ და მმართველ პარტიებთან, ასევე მისი განრიგი, ისევე როგორც პარიზსა და სტამბოლში არ მოიცავდა ბრიფინგებს მედიისათვის.
საქართველოში ვიზიტით მყოფმა მაიკ პომპეო საკუთარი ტურის ევროპულ ნაწილი თბილისში დაასრულა.
სიახლეები
- "ეს დღე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი" - ირაკლი კობახიძე
- "ქართულმა ოცნებამ“ თსუ-ს დამოუკიდებლობა დაასრულა, უნივერსიტეტის პოლიტიზაციით და აკადემიურ თავისუფლებაზე მუქარით" - სალომე ზურაბიშვილი
- მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- წონის კლების ფრანგული მოდელი ბიოლოგიური საათის მიხედვით
