თებერვალი 05 2025 წაკითხვა 231 ჯერ

საგარეო პოლიტიკა აღარ არსებობს. ის მხოლოდ იმაზეა დაყვანილი, რომ საზოგადოებას აღიარების ვითომცდა რაღაც ფორმები მისცენ, [მაგალითად], ხელის ჩამორთმევა ვიღაცასთან - ასევე, ვიზიტები სხვადასხვა ქვეყანაში, საიდანაც არაფერი არ მოდის, არანაირი შინაარსი არ გააჩნია ამ ვიზიტებს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სადღაც ვიღაც წავიდა და ჩამოვიდა,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან და ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდგომ განაცხადა.

თებერვალი 05 2025 წაკითხვა 236 ჯერ

სახელმწიფო ბოლომდე ზრუნავს ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე-გაგრძელდება დაკვირვება და ზრუნვა ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე, მათ შორის კონკრეტულად მზია ამაღლობელის ჯანმრთელობაზე,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელზე საუბრისას განაცხადა, რომელიც 25-ე დღეა შიმშილობს.

თებერვალი 05 2025 წაკითხვა 249 ჯერ

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ხვდება.

თებერვალი 05 2025 წაკითხვა 235 ჯერ

უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს - ერთად აღვადგენთ სამართლიან წესრიგს და მშვიდობას ქვეყანაში, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია ნათქვამი.

თებერვალი 04 2025 წაკითხვა 254 ჯერ

დღეს, 4 თებერვალს, პარლამენტის საგაზაფხულო სესია ქვეყნის მდგომარეობის შესახებ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მიხეილ ყაველაშვილის მოხსენებით გაიხსნება.

თებერვალი 03 2025 წაკითხვა 284 ჯერ

,,იქნებოდა ეს ჩვენი ექსტრემისტი ოპოზიცია, მასთან დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, თუ მათი მოკავშირე უცხო ქვეყნის დეპუტატები, ვინც ხმაურობდა, მათ ყველას სურდა და გადაწყვეტილიც ჰქონდათ, რომ ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილება არ ყოფილიყო აღიარებული”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა,  თეა წულუკიანმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობასა და იქ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას გადაცემაში „იმედის კვირა“ განაცხადა.

გვერდი 113 სულ 717
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.