June 11, 2026

ივნისი 10 2025 წაკითხვა 865 ჯერ

ამ გადაწყვეტილების საფუძველი არის ერთადერთი რამ, ერთი სიტყვაა პასუხი – დავალება. რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებენ. გარედან ეტყვიან რომ მიიღეთ მონაწილეობა, მიიღებენ მონაწილეობას, ეტყვიან, რომ არ მიიღოთ მონაწილეობა, არ მიიღებენ მონაწილეობას,- ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტის შეკითხვას „ლელოს“ მიერ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

ივნისი 10 2025 წაკითხვა 547 ჯერ

პარლამენტი კიდევ უფრო ამკაცრებს „გრანტების შესახებ“ კანონს და კანონპროექტით, რომლის მიღებასაც გეგმავს, ტექნიკური დახმარებისთვის, საექსპერტო დახმარებისა თუ ცოდნის გაზიარებისთვის „ქართული ოცნების“ მთავრობის თანხმობა იქნება საჭირო.

ივნისი 10 2025 წაკითხვა 411 ჯერ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 11-12 ივნისს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთს ეწვევა.

ივნისი 10 2025 წაკითხვა 500 ჯერ

„საკმაოდ კარგად ავხსენით, რას ემსახურება სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაცია. საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არის არც არასამთავრობო ორგანიზაცია, არც საერთაშორისო ორგანიზაციის ფილიალი, რომ კონსულტაციები გავიაროთ ვინმესთან, რომ ვიცოდეთ რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას და როგორი ტიპის საგარეო უწყება გვჭირდება იმისთვის, რომ ეფექტიანად განვახორციელოთ ჩვენი ეროვნული ინტერესები საგარეო ასპარეზზე“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას.

ივნისი 10 2025 წაკითხვა 571 ჯერ

ჩვენ ხომ ოპოზიცია აღარ გვყავს, მცირე გამონაკლისის გარდა. ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც გაერთიანდა იმისთვის, რომ ქვეყანაში რევოლუციური პროცესი განავითაროს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გია ვოლსკიმ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

ივნისი 10 2025 წაკითხვა 678 ჯერ

ქვეყანა ზიანდება იმით, რომ საქართველოში ნორმალური ოპოზიცია არ არსებობს, რომ ოპოზიცია გადაიქცა გარკვეულ ინსტრუმენტად და ერთმანეთს ეჯიბრებიან იმაში, თუ ვინ უფრო კარგი მარიონეტია, იმ შემთხვევაში, თუკი აფინანსებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

გვერდი 108 სულ 746
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.