“საჯარო სამსახურის და ანტიკორუფციულ კანონმდებლობაში შედის შესაბამისი ცვლილება, რომლის მიხედვითაც მრჩევლის ფუნქცია საჯარო სამსახურში იქნება არაანაზღაურებადი სამსახური” - დავით მათიკაშვილი
„საჯარო სამსახურის და ანტიკორუფციულ კანონმდებლობაში შედის შესაბამისი ცვლილება, რომლის მიხედვითაც მრჩევლის ფუნქცია საჯარო სამსახურში იქნება არაანაზღაურებადი სამსახური,“ – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„თუკი პირი საჯარო სამსახურშია დასაქმებული, მხოლოდ ძირითად სამსახურთან შეთავსებით შეეძლება იყოს მრჩეველი. ასევე შედის მეორე ცვლილება, რომ საჯარო სამსახურში ერთზე მეტი ანაზღაურებადი სამსახურის არსებობა დაუშვებელი იქნება. კონკრეტული რეგულაცია, რომელიც იქნა ინიციირებული, არის იმ გამოწვევებზე მორგებული და ადეკვატური, რომელიც არსებობს დღეს საჯარო სისტემაში“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ცვლილებები შედის საჯარო სამსახურის შესახებ კანონში. მმართველი გუნდის მიერ ინიციირებული პროექტით საჯარო სამსახურში მრჩევლის პოზიცია ანაზღაურებადი აღარ იქნება. დღეს არსებული რედაქცია სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ანაზღაურებადი მრჩევლის აყვანის შესაძლებლობას ითვალისწინებს, ცვლილებით კი მრჩევლის პოზიცია არაანაზღაურებადი საქმიანობა გახდება. გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, ერთი და იგივე პირი საჯარო სამსახურში რამდენიმე ადგილას ვეღარ იმუშავებს.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
