ოქტომბერი 24 2024 წაკითხვა 398 ჯერ

ვწუხვარ, რომ ამ დღეებში დელიმიტაციის ხაზი გადაკეტილი იქნება, მაგრამ ჩვენი ევროპული გზა არის მათი ევროპული გზა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, თუ რა არის მისი გზავნილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისადმი.

ოქტომბერი 24 2024 წაკითხვა 471 ჯერ

დაბა კრწანისში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი ბაზის პრეზენტაციის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ წყლის ჭავლის რამდენიმე მანქანა შეიძინეს.

ოქტომბერი 24 2024 წაკითხვა 276 ჯერ

განათლების სექტორში გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, მთავარ ინიციატივას გამოვყოფ – ეს არის თბილისში, სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კამპუსების მშენებლობა, რაც სახელმწიფო უნივერსიტეტის რესურსებს მნიშვნელოვნად გააფართოებს, – ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ოქტომბერი 23 2024 წაკითხვა 325 ჯერ

2022 წელს საქართველო ომს და ნგრევას გადავარჩინეთ. ომს, რომელიც საბოლოოდ დაასამარებდა ჩვენი მოქალაქეების იმედებსა და ოცნებებს. დედებს კვლავ შავებში შემოსავდა. მშვიდობაში წამოზრდილ ახალ თაობას კვლავ სიკვდილისა და ქაოსისთვის გაწირავდა. თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველო კი კვლავ მხოლოდ ისტორიის წიგნებში გადაინაცვლებდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თბილისში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ოქტომბერი 23 2024 წაკითხვა 326 ჯერ

ჩვენ გავაკონტროლებთ არჩევნებს - არაფერს არ ვიტყვით, თუ ხელში საკმაოდ სერიოზული მტკიცებულება გაყალბების შესახებ არ გვექნება, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ოქტომბერი 23 2024 წაკითხვა 474 ჯერ
 
ევროპას არ უხდება ის უსამართლობა, რომელსაც ევროკავშირის პოლიტიკოსებისა და ჩინოვნიკებისგან ასე ხშირად ვისმენთ, ევროპას არ უხდება ქრისტიანული დოგმების უარყოფა, ევროპას არ უხდება ლგბტ-პროპაგანდა, ევროპას არ უხდება გაუმჭვირვალობა და სხვისი სუვერენიტეტის უპატივცემულობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა.
გვერდი 170 სულ 728
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.