ნოემბერი 18 2024 წაკითხვა 384 ჯერ

ამ პროცესს არაფერი შეაჩერებს, გარდა ახალი არჩევნებისა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ საპროტესტო აქციაზე „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ნოემბერი 18 2024 წაკითხვა 396 ჯერ

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" კვლავ განაგრძობს სამართლებრივ დავას 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. საია ამჯერად თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს სარჩელით და ითხოვს ცესკოს მიერ მიღებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას, არჩევნების შედეგების გაუქმებასა და ხელახალი არჩევნების დანიშვნას.

ნოემბერი 18 2024 წაკითხვა 388 ჯერ

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ანტისახელმწიფოებრივი წერილი საიდუმლოდ გაუგზავნა, რითაც ისინი „საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას და საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობის შეჩერებას მოითხოვენ“.

ნოემბერი 18 2024 წაკითხვა 410 ჯერ

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ახალი არჩევნების მისაღწევად 5-პუნქტიან გეგმას აქვეყნებს, მათ შორის არის ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ „სახალხო პარლამენტის“ ფორმირება და თავმჯდომარედ პრეზიდენტის მოწვევა.

ნოემბერი 18 2024 წაკითხვა 339 ჯერ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო დღეს საქართველოზე და ქვეყანაში 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე იმსჯელებს.

ნოემბერი 18 2024 წაკითხვა 357 ჯერ

“ცივა – მერე რა?! გაწვიმდება – მერე რა?! აცივდება – მერე რა?! შეფერხება შევუქმენით ერთმანეთს, თბილისის ქუჩები გადაიკეტება – გასაგებია, მაგრამ იმაზე დიდი შეფერხება, რომელიც საბოლოოდ თრომბად გადაიქცევა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, ამ ქვეყნის მოქალაქეებს ვერ ექნებათ”, – ამის შესახებ კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

გვერდი 172 სულ 736
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.