სექტემბერი 28 2024 წაკითხვა 456 ჯერ

ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“, საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს და დღის წესრიგში დააყენოს „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადების, ამავდროულად კი უმკაცრესად გასამართლების საკითხი. პირობას გაძლევთ, რომ ამ პროცესს წინ ვერაფერი დაუდგება! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

სექტემბერი 28 2024 წაკითხვა 334 ჯერ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა გადადგომის შემდეგ ჟურნალისტებთან, პედაგოგების ახალ სახელფასო სისტემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სამინისტროს ეს რეფორმა, მისი გადადგომის მიზეზი არ ყოფილა.

სექტემბერი 27 2024 წაკითხვა 412 ჯერ

Edison Research-ის მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანხმად, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 32%-მა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მისცა ხმა, 20% არჩევნებზე „ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა მხარს, 11,9% – კოალიციას „ცვლილებებისთვის“, 11,9 % „გახარია- საქართველოსთვის“ მხარდამჭერი იქნებოდა, ხმათა 9,9% „ძლიერმა საქართველომ“ მიიღო.

სექტემბერი 27 2024 წაკითხვა 500 ჯერ

დღეს, ჩვენ ენგურის ხიდთან მოვედით, რათა ის ტრაგედია გავიხსენოთ, რომელიც 31 წლის წინ მოხდა და რომელმაც ჩვენი ქვეყანა გაყო - ჩვენ აქ მოვედით იმისათვის, რომ თანავუგრძნოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი სიცოცხლე ამ უთანასწორო ბრძოლას შესწირა და ოჯახის წევრი დაკარგა, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ენგურის ხიდის მიმდებარედ, სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.

სექტემბერი 27 2024 წაკითხვა 362 ჯერ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვისას გაკეთებულ განცხადებაში, ქალაქის ქუჩებში გამოჩენილ ბანერებს გამოეხმაურა, სადაც ომში მყოფი უკრაინის კადრების საპირწონედ, საქართველოში გადაღებული კადრებია აღებული.

სექტემბერი 27 2024 წაკითხვა 414 ჯერ

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში, ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან, უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ეხებოდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებზე რუსეთ-უკრაინის ომის შედეგების ამსახველი კადრების გამოყენებას.

გვერდი 182 სულ 728
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.