ივნისი 11 2024 წაკითხვა 449 ჯერ

ევროპარლამენტის არჩევნებით ევროპაში ახალი პოლიტიკური რეალობის ჩამოყალიბება დაიწყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ივნისი 11 2024 წაკითხვა 506 ჯერ

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვხედავთ სიძულვილის და ზიზღის კამპანიას, რომელშიც ჩართულები არიან რადიკალური ძალები - ძალადობა უნდა დავგმოთ ცალსახად და არ უნდა ვიკითხოთ, თუ ვის ეხება ის, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

ივნისი 11 2024 წაკითხვა 456 ჯერ

უკრაინის აღდგენის კონფერენციის გახსნამდე ბერლინში, ქართული მედიის წარმომადგენლებთან კომენტარში პრემიერ-მინიტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კონფერენციაზე გამოხატავს საქართველოს პოზიციას რეგიონში რუსეთის სამხედრო აგრესიაზე და გამოთქვამს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ივნისი 10 2024 წაკითხვა 376 ჯერ

ვთქვათ, აღმოაჩინონ, რომ რომელიმე მშობელი ლგბტ-ია, შვილს წაართმევენ, თუ როგორ იქნება? ბევრი კითხვა არსებობს ამ თემასთან დაკავშირებით, რითაც კომიტეტებზე გავერთობით , - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა, იგო ხვიჩიამ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

ივნისი 10 2024 წაკითხვა 526 ჯერ

ეს არჩევნები გვეუბნება, რომ რამდენიმეწლიანი ფანჯარა გვაქვს ევროპაში შესასვლელად. ჯერი ჩვენზეა, დარჩება ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმი ამ ქვეყნის სათავეში? - დაიხურება ეს ფანჯარაც. დავამარცხებთ? წავალთ ევროპაში, ოღონდ მხოლოდ ფეხბურთის ჩემპიონატზე არა, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ივნისი 10 2024 წაკითხვა 391 ჯერ

[ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს] ბავშვთა უფლებების დაცვასთან არაფერი აქვს საერთო, არის არაკონსტიტუციური - ყველაფერთან ერთად, ჩვენი გუნდი იმყოფება საპარლამენტო ბოიკოტირების რეჟიმში და ბუნებრივია, განხილვებში მონაწილეობას არ მივიღებთ, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გვერდი 177 სულ 692
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.