„ბოლო დრომდე ვცდილობდით ამ თემაზე საჯაროდ არ გვესაუბრა, რათა მოსახლეობა არ დაგვეთრგუნა, მაგრამ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მოყოლებული – დღემდე, საქართველოს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ბეწვის ხიდზე უწევს სიარული, რათა გარე თუ შიდა მტრების მხრიდან მუდმივად რევოლუციების მოწყობისა და ქვეყნის არევის მცდელობის რეჟიმში, ქვეყანაში უწყვეტი მშვიდობა შევინარჩუნოთ და არ დავუშვათ ის, რაც ჩვენს მეზობელ უკრაინაში ხდება, ის, რაც 2008 წელს გამოვიარეთ. არ დავუშვათ, რომ ჩვენი ქალაქების, სოფლების და ჩვენი შვილების თავზე ცეცხლის წვიმა მოდიოდეს!“- ამის შესახებ აღნიშნულია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.
მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენს ემიგრანტებს ხმის უფლება წაართვას, მან არ გააუქმა ცესკოს გადაწყვეტილება - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლების ყველა შტო ჩართულია ბიძინა ივანიშვილის დავალების შესრულებაში, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.
თქვენ შეგითანხმოთ ჩემი თანხების განკარგვა?! - ვიღაცას დაასანქცირებენ ან არ დაასანქცირებენ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. არ ინერვიულოთ ჩემს ფინანსებსა და თანხებზე, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემჟურნალისტებთან განაცხადა.
[სერგეი ლავროვის] აღნიშნულ განცხადებას ჩვენი ხელისუფლება აფასებს პოზიტიურად - ის, რომ რუსეთი მიესალმება და ხელს შეუწყობს, რათა მოხდეს შერიგება, ეს კარგია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა მედიის კითხვას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებაზე, რომლის თანახმად, მოსკოვი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს, „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“, თუკი თავად „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით.
ლავროვის განცხადება არის დაცინვა! - ევროპის კავშირია ჩვენი ქვეყნის გამთლიანების გარანტი და არა ლავროვი,- ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადების შეფასების განაცხადა.
„სუფლიორი“ რომ გაითიშოს, რა აქვს სათქმელი ბიძინა ივანიშვილს ქართველ ხალხთან?, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კახეთში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლას.
