სექტემბერი 19 2024 წაკითხვა 355 ჯერ

მთავარი დანაშაული, რომელიც სააკაშვილს და მის კრიმინალურ ბანდას ქართველი ხალხის წინაშე მიუძღვით - 2008 წლის აგვისტოს ომია, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ შეგნებულად და გააზრებულად არ ააცილეს თავიდან ქვეყანას და ხალხს, ხოლო ომის ფასი ქართველმა ხალხმა დამატებითი ტერიტორიების ოკუპაციით, ათეულობით ათასი დევნილად ქცეული მოქალაქით, ასზე მეტი დაკარგული სოფლითა და ჩვენი გმირების შეწყვეტილი სიცოცხლით გადაიხადა! ეს არის უპატიებელი დანაშაული, რომელსაც დრო ვერ წაშლის და ეს ღალატი ქართველ ხალხს არასდროს არ დაავიწყდება! , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რუსთავში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სექტემბერი 19 2024 წაკითხვა 379 ჯერ

როდესაც ქალაქ გორში, ჩემს გამოსვლაში შერიგებისა და ურთიერთპატიების მნიშვნელობაზე ვისაუბრე, კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ შერიგებას ღალატი, ხოლო შენდობას მტრობა დაარქვა. ამით კიდევ ერთხელ აჩვენეს ქართველ ხალხს, რომ გარდა ომისა და ნგრევისა, გარდა ეთნიკური შუღლის გაღვივებისა, მათთვის სხვა გზა და მიზანი არ არსებობს , - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რითაც გორში გაკეთებული განცხადების შემდეგ რადიკალების რეაქციებს გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ განმარტა თუ რას გულისხმობს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენაში.

სექტემბერი 19 2024 წაკითხვა 346 ჯერ

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს.

სექტემბერი 19 2024 წაკითხვა 325 ჯერ

„გახარიასა და ხაზარაძეს ერთმანეთი არ მოსწონთ, თუმცა, დაავალეს გაერთიანება, რომ საარჩევნო ბარიერი როგორმე ერთად გადალახონ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი თემის კომენტირებისას.

სექტემბერი 18 2024 წაკითხვა 395 ჯერ

ბიძინა ივანიშვილი  აშშ-ს ან ევროკავშირს რით უნდა დაემუქროს? - ემუქრება იმით, რომ საქართველოს, რომელიც მძევლად ჰყავს აყვანილი, რუსეთისკენ წაიყვანს და რუსეთს ჩააბარებს - „ქართულმა ოცნებამ“ ადეკვატურობა დაკარგა! - ასე ეხმაურება პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი რომან გოცირიძე პრემიერ მინისტრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას

სექტემბერი 18 2024 წაკითხვა 382 ჯერ

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეპ ბორელი საქართველოს მოუწოდებს, გაიწვიოს ლგბტ უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონი, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. მიმართვა ბორელმა სოციალურ ქსელ X-ში გაავრცელა.

გვერდი 185 სულ 728
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.