პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდაჭერას გეგმავს.
მოლოდინი მაქვს, რომ „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს ამ შენობიდან [პარლამენტიდან] ღალატის ხმები გამოდიოდეს, - ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა, დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დღეს განიხილავს.
გუნდი ერთიანია, მთლიანია. პირველ, მეორე და მესამე მოსმენაზეც გუნდი იყო ერთიანი. გუშინ, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ვეტო იქნა დაძლეული, რა თქმა უნდა, დღესაც ვეტო იქნება დაძლეული, გუნდში მტკიცე ერთიანობაა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რიმა ბერაძემ „პალიტრანიუსს“ განუცხადა.
პარლამენტის უკანა შესასვლელთან „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ევროკავშირის წევრი შვიდი ქვეყნის პარლამენტის სპიკერი საქართველოს პარლამენტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს.
თქვენი ხმა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ არჩევნებში, გვაჩვენეთ, გვითხრით, როგორი მომავალი გინდათ საქართველოსთვის, - ამ სიტყვებით საქართველოს პრეზიდენტი დიასპორას მიმართავს.
