April 11, 2026

მაისი 31 2024 წაკითხვა 460 ჯერ

გუშინ ძალადობის მუქარები განახლებული ძალებით განხორციელდა ჩვენი გუნდის დეპუტატებთან, მათ შორის, პირადად ჩემთან - ძალადობაზე და ძალადობის მუქარაზე პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას სრულად ვაკისრებთ ბიძინა ივანიშვილს და მის „ოცნებას“, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე განაცხადა.

მაისი 31 2024 წაკითხვა 455 ჯერ

მივესალმები ახალგაზრდების გადაწყვეტილებას, არჩევნებისთვის მზადება დაიწყონ. ეს რთული გზაა - დაუღალავები, შეუპოვრები და დაუმორჩილებლები უნდა ვიყოთ!- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მაისი 30 2024 წაკითხვა 455 ჯერ

მე ცოტა მიკვირს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს რწმენა კიდევ აქვთ შერჩენილი [არასამთავრობო ორგანიზაციებს], - ასე გამოეხმაურა “გირჩის” დეპუტატი, იაგო ხვიჩია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას, რომ ისინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო მუხლების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.

მაისი 30 2024 წაკითხვა 444 ჯერ

მივმართავ პრეზიდენტს, რომ ახალი კონსტიტუციის ტექსტზე სამუშაოდ გარემო შექმნას და ეცადოს, რომ პარტიები შეითანხმოს, როგორ შეიძლება მოხდეს ხელისუფლების ერთპიროვნული მმართველობის ჩანაცვლება, რომ ეს პრობლემა აღარ დადგეს, - ამის შესახებ პარტია “გირჩის” წევრმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ახალ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

მაისი 30 2024 წაკითხვა 478 ჯერ

მინდა მჯეროდეს და მინდა ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ მოლაპარაკებების გახსნის პროცესიც არ იქნება გამოყენებული შანტაჟისთვის, ისევე როგორც ეს კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში იყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მაისი 30 2024 წაკითხვა 679 ჯერ

გერმანია, რომელიც ტრადიციულად გამოირჩეოდა, როგორც პასუხისმგებლობით აღსავსე სახელმწიფო, ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში. ელჩი, რომელიც აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, ჩვენთვის არ არის ღირებული, - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი,ირაკლი კობახიძე საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებას, რომელმაც სამეცნიერო ფონდის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროპული გზიდან გადაუხვია.

გვერდი 233 სულ 736
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.