თებერვალი 28 2024 წაკითხვა 365 ჯერ

საარჩევნო გარემო იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე, ტრანსფარენტული. საარჩევნო პროცესი ჩატარდება მაღალი სტანდარტით, შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლება იქნება გარანტირებული, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

თებერვალი 28 2024 წაკითხვა 372 ჯერ

მინდა, დავიწყო ჩემი გამოსვლა პრეზიდენტ ბაიდენის სიტყვებით, პრეზიდენტი ამბობს: ჩვენ ვიმუშავებთ ძალიან მჭიდროდ ჩვენს პარტნიორებთან, მოკავშირეებთან და ყველასთან, ვინც იზიარებს ჩვენს ინტერესებს, ჩვენ არ დავტოვებთ ჩვენს მომავალს დაუცველს მათგან, ვინც საფრთხეს უქმნის ჩვენს ხედვას, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა.

თებერვალი 28 2024 წაკითხვა 555 ჯერ

ჩემთვის სახელმწიფოებრიობა და ქვეყნის განმტკიცება არის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება, პაპუაშვილის და ივანიშვილის ჯგუფისთვის სახელმწიფოებრიობა არის მურუსიძე და ჩინჩალაძე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

თებერვალი 28 2024 წაკითხვა 360 ჯერ

მმართველი ძალის პოზიციაა, რომ იუსტიციის საბჭოს რეფორმირების აუცილებლობას ვერ ხედავენ - ვენეციის კომისიის რეკომენდაციები შესასრულებელია, რომ დეკემბერში ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაიხსნას,- ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც მართლმსაჯულების რეფორმასა და „ვეტინგის“ მოდელზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

თებერვალი 27 2024 წაკითხვა 406 ჯერ

კარგია, რომ ნიკა მელია არ ჩქარობს, რაც დრო გადის, მით უფრო ჩნდება, რომ ქვეყანაში არსებობს სამი პარტია, „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

თებერვალი 27 2024 წაკითხვა 363 ჯერ

ცვლილებას ვერ მოიტანს ბარიერთან ჭიდაობითა და მისი ვერგადალახვის შიშით ნაკარნახევი ერთობა, ცვლილებებს მოიტანს ხალხთან ერთობა და მომავლის რწმენა. ხალხის ერთობა, რომელსაც ბევრად მეტი საერთო აქვს, ვიდრე წარსულში გაკეთებული განსხვავებული პარტიული არჩევანია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

გვერდი 255 სულ 729
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.