April 11, 2026

აპრილი 25 2024 წაკითხვა 405 ჯერ

ევროპარლამენტმა, 425 ხმით 30-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა ხუთი საპარლამენტო ჯგუფის მიერ წარდგენილ ერთობლივ რეზოლუციას „საქართველოში „უცხოელი აგენტების კანონის“ ხელახალი შემოღების მცდელობებისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ“.

აპრილი 25 2024 წაკითხვა 398 ჯერ

ტყუილია, როდესაც „ოცნებისგან“ ვისმენთ, რომ მნიშვნელობა არ აქვს, როდის გაიხსნება მოლაპარაკებების ეტაპი. ფანჯარა გახსნილია ახლა, მოსავალიც უნდა ავიღოთ ახლა, აქ და დღეს, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

აპრილი 25 2024 წაკითხვა 710 ჯერ
 
პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის შეფასებით, სავარცხვინოა რეზოლუცია, რომლის ავტორებიც მოითხოვენ, დასანქცირდეს ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში უპრეცედენტო ქველმოქმედება გასწია, ხოლო ამის პარალელურად საუბრობენ ლგბტ პროპაგანდის ამკრძალველი კანონის გაწვევაზე.
აპრილი 25 2024 წაკითხვა 665 ჯერ

როგორ შეიძლება მოწოდებები გააკეთო დაპირისპირებაზე? მართლა „ოცნება“ ხომ არ ხარ? ისინი ამას კანონით აკეთებენ და კანონით აპირისპირებენ და შენ ახლა პასუხისმგებლობა თუ არ გყოფნის და მოწოდებებით დაუპირისპირე საზოგადოება, მაშინ სად არის განსხვავება? - ასე გამოეხმაურა პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი, ბექა ლილუაშვილი “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ ის ეცდება, 29 აპრილი პარლამენტის შიგნით თუ გარეთ მწვავე იყოს.

აპრილი 25 2024 წაკითხვა 554 ჯერ

მიმდინარე წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული, საიდანაც ყველაზე ბევრი - 66 ადამიანი, უკრაინის მოქალაქეა.

აპრილი 25 2024 წაკითხვა 429 ჯერ

დღეს ევროპარლამენტში საქართველოსათვის სანქციების მოთხოვნის მხარდამჭერთა ბირთვს ლიეტუველი დეპუტატები წარმოადგენენ, კუბილიუსის, გორბაჩოვის მხარდამჭერისა და მეხოტბის მეთაურობით, - წერს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი სოციალურ ქსელში.

გვერდი 250 სულ 736
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.