ის, რომ ვიღაცებმა გაბედეს და რუსული კანონი 8 აპრილს კიდევ ერთხელ შემოიტანეს, ეს არის მათი დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილის მემორიალთან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
სანქციები ნელ-ნელა უახლოვდება „ქართული ოცნების“ ელიტას. ვნახავთ, „აგენტების კანონის“ მიღების შემთხვევაში, როგორი რეაგირება ექნება არა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებას, არამედ საქართველოს მოქალაქეებს, - ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარტიის წევრებთან ერთად 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა მემორიალი ყვავილებით შეამკო და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
35 წლის თავზეც გვიწევს ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, ბრძოლა იმისთვის რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ქვეყანა არ ჩააბაროს მტერ სახელმწიფოს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა 9 აპრილისადმი მიძღვნილ მარშთან დაკავშირებით განაცხადა.
9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა.
