April 11, 2026

მარტი 25 2024 წაკითხვა 606 ჯერ

საქართველო მზად არის, თავისი დადებითი როლი შეასრულოს იმ პროცესებში, რომელიც ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას უკავშირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

 

ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესი დადებით დინამიკას შეინარჩუნებს და საბოლოოდ, სათანადო შეთანხმებით დასრულდება.

 

გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.

 

„ჩვენ დეტალურად გქონდა საუბარი რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. ხაზი გავუსვით ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას იმ გამოწვევების გამკლავების კუთხით, რომელიც ჩვენი რეგიონის წინაშე არის. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას, მშვიდობიან თანაცხოვრებას. იმედს გამოვთქვამ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესი დადებით დინამიკას შეინარჩუნებს და საბოლოოდ, სათანადო შეთანხმებით დაგვირგვინდება. საქართველო მზად არის, თავისი დადებითი როლი შეასრულოს იმ პროცესებში, რომელიც უკავშირდება ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ნება მომეცით, გამოვხატო ჩემი მადლიერება თქვენს მიმართ გულთბილი დახვედრისთვის. მინდა კიდევ ერთხელ მოგიწვიოთ საქართველოში, ამაზე ჩვენ გვქონდა ჩვენი შეხვედრის დროს საუბარი. მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ საქართველოში ჩამობრძანება. ორმხრივი, მაღალი დონის ვიზიტები არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ მაღალ დონეზე შევინარჩუნოთ ქვეყნებს შორის ურთიერთობები და ის მაღალი დინამიკა, რომელიც დღეს ჩვენს პარტნიორობას ახასიათებს. ჩვენი ამოცანაა, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნები. რა თქმა უნდა, ჩვენს თანამშრომლობას ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია“,-განაცხადა კობახიძემ.

მარტი 25 2024 წაკითხვა 456 ჯერ

რადიკალურ ოპოზიციას მოუწევს შესაბამისი განმარტებების გაკეთება და პასუხის გაცემა, რა პოზიციაზე დგანან, თუ კონსტიტუციურ კანონპროექტს არ ეთანხმებიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მარტი 25 2024 წაკითხვა 507 ჯერ

საკონსტიტუციო სტატუსის გარეშეც, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ ცვლილებები ქმედითი იქნება, საკონსტიტუციო სტატუსი კი გვჭირდება, რათა განისაზღვროს, რამდენად მნიშვნელოვანია ახალი რეგულაციები და მომავალში მისი შეცვლა ვერავინ შეძლოს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მარტი 25 2024 წაკითხვა 425 ჯერ

რასაც ვუყურებ, ამ საკონსტიტუციო ცვლილებას მიღება არ უწერია - არ ვიცი, აღმოჩნდება თუ არა მომდევნო მოწვევის პარლამენტში ადამიანი, ვისაც ერთხელ ტვინი აემღვრა და რაღაც ცუდი ჩაიდინა, თუ არ აღმოჩნდება არც იქ, ე.ი. არ ყოფილა ქართული ერის საფრთხე “გაპიდარასტება”, - ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ოჯახურ ღირებულებათა შესახებ “ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას გამოეხმაურა.

მარტი 25 2024 წაკითხვა 568 ჯერ

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა.

მარტი 23 2024 წაკითხვა 439 ჯერ

ერთადერთი, რაც ახლა ოპოზიციას დღის წესრიგში აქვს, ეს არის ცესკო-ს როგორმე დისკრედიტირება, ეს არ გამოუვათ, რადგან ამისთვის არავითარი საფუძველი არ აქვთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

გვერდი 261 სულ 736
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.