რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამარჯვების დღე მიულოცა 8 სახელმწიფოს - აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთისა და ასევე ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მეთაურებს.
"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ წევრებს, ხატია დეკანოიძესა და რომან გოცირიძეს, პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლებას არ აძლევენ. ამ საკითხზე ბიუროს სხდომაზე ისაუბრეს დღეს, 8 მაისს.
ვაპირებდი ვახტანგ კიკაბიძის დაკრძალვაზე ჩამოსვლას, მაგრამ გამაფრთხილეს, ალბათ საზღვრის კვეთისას უნდა შექმნილიყო პრობლემები, – ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.
“ოპოზიცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დიდ გადაჯგუფებას გეგმავს და როგორც ოპოზიციის ლიდერების განცხადებებიდან ჩანს, ამაზე მსჯელობა უკვე დაწყებულია. საუბარია 3 მთავარ პოლიტიკურ ცენტრზე, რომელიც განსხვავებული იდეოლოგიისა და პოზიციების პარტიებს გააერთიანებს. გარდა ამისა, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სწორედ ახლა უნდა ველოდოთ ასპარეზზე ახალი პარტიების გამოჩენას, რომლებიც, როგორც წესი, წინასაარჩევნოდ იქმნება ხოლმე.
„ღირებულებების ომი მიდის მსოფლიოში და ქართული გამოწვევაა, სად აღმოვჩნდებით ამ ბრძოლაში.
სტატიებისთვის სჭირდება „ნიუსის" საფუძველი, რომ თავი ჩამოარტყა, საერთაშორისო გამოცემაში ახალი სტატია უნდა დაიბეჭდოს. ამაში ბევრი ფულია გადახდილი და საქართველოს წინააღმდეგ ამანაც უნდა იმუშაოს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გონება დაკარგა და რკინის მაგიდას თავი დაარტყა.
