April 6, 2026

ოქტომბერი 10 2025 წაკითხვა 731 ჯერ

ადვოკატი რა ჭირად მჭირდება?! ადვოკატი არსებობს, სასამართლო არსებობს, კანონი არსებობს თუ რა? რამე არსებობს? არაფერი არ არსებობს, შესაბამისად ფარსში მონაწილეობას არ მივიღებ! - ამის შესახებ შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე მისულმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალიამ განაცხადა.

ოქტომბერი 10 2025 წაკითხვა 595 ჯერ

ძალადობრივ ქმედებას ყოველთვის გმობდა ევროპარლამენტი და პარტნიორები - მე ვარ გადატრიალების მსხვერპლი, როდესაც 1990-1992 წლებში პარლამენტის წევრი ვიყავი. მე ვიცი, რა უბედურებაა ქვეყნისთვის, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებას, რომ დასავლეთი ძალადობას არ გმობს“.

ოქტომბერი 10 2025 წაკითხვა 766 ჯერ

დღესაც გამოვდივართ და ვამბობთ, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, გადავტვირთოთ ურთიერთობები, ახალი ფურცლიდან დაიწყოს ეს ყველაფერი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უნდა იყოს მეგობრობაც, პარტნიორობაც ორმხრივი და არა ისე, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და მოდი გავსრისოთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების მომავალთან დაკავშირებით განაცხადა.

ოქტომბერი 09 2025 წაკითხვა 389 ჯერ

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, 4 ოქტომბერს კონკრეტულმა პირებმა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სცადეს, რასაც კანონის ფარგლებში, მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

ოქტომბერი 09 2025 წაკითხვა 723 ჯერ

ბურჭულაძე, ნადირაძე, ზოდელავა, მანჯგალაძე, საქართველოს სიყვარულისთვის ისჯებიან - გამოსავალი ერთია, ხალხის ერთსულოვნება! ნუ ესვრით ტალახს მათ, ვინც ქვეყნისთვის თავგანწირვას ირჩევს! ხელი ჩაკიდეთ ერთმანეთს, ვინც წაბორძიკდა, წამოაყენეთ და ერთად დავიბრუნოთ თავისუფლება! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

ოქტომბერი 09 2025 წაკითხვა 301 ჯერ

ამდენი ფული დახარჯა, სრულიად უკონკურენტოდ იყო შესული რეჟიმის მიერ არჩევნებად დარქმეულ ფარსში და ვისი ხმებიც 2024 წლის არჩევნებში აიღო, ისიც 60 პროცენტი დაკარგა. ერთად, „ლელომ“ და გახარიამ დაკარგეს ხმების 60 პროცენტი, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

გვერდი 38 სულ 736
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.