ადამიანი გარდაიცვალა ომში და ამაზე ვიღაც ფარისეველი, მე ასე უნდა ვუწოდო, ყალბი, გამყიდველი პოლიტიკოსები ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მიღებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
“პატიმრობიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ტონი ხელისუფლების მიმართ თითქოს რბილდება - “ემპათიის” სამედიცინო დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, სადაც არაორაზროვნად არის საუბარი მოწამლვაზე, მიშა აცხადებს, რომ თუ მართლა მოწამლეს, ეს საქართველოს მთავრობამ კი არა, გარე მტრულმა ძალამ გააკეთა, ანუ რუსეთმა, თუმცა ამ უკანასკნელს არ ასახელებს.
“ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა 29-30 ნოემბრის სამიტის შედეგები შეაჯამა. ამ მომენტში კი ნატოს მთავარი ამოცანაა, უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში გამარჯვებაში დაეხმაროს და კრემლის აგრესიის საფრთხის ქვეშ მყოფ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან, უკვე პრაქტიკული ნაბიჯებს გადადგას თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით.
არ მგონია, კეზერაშვილის ან მერაბიშვილის მხარდაჭერილმა პარტიამ წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ თუ ამის ამბიცია აქვთ, საჯაროდ უნდა თქვან, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
როგორც კი მიხეილ სააკაშვილი ციხეში ჩაჯდა, მივხვდით, რომ ეს ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის მძიმე იქნებოდა, ხედავთ, რომ ეს ხელს გვიშლის ევროინტერგაციის პროცესში, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
ჩემი შვილი არ ადანაშაულებს ქართველებს და საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში. თუ სასიკვდილო მოწამვლა მართლაც შედგა, მას მიაჩნია, აქ არის იმ უცხო სახელმწიფოს კვალი, რომელიც ჩემს შვილს მტრად მიიჩნევს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.
