პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს ასარჩევად პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარუდგინა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე შერჩეული კანდიდატურები წარუდგინა.
ჩვენი ინტერესია, რომ ბატონი სააკაშვილის უფლებები დაცული იყოს, მას ღირსეულად მოექცნენ, მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება, სარგებლობდეს სამართლიანი სასამართლოთი, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გრიგოლ ვაშაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.
უკრაინამ გერმანიის მთავრობას თავდაცვითი ხასიათის იარაღით დახმარებასთან დაკავშირებით ოფიციალური თხოვნა გაუგზავნა, - ინფორმაციას გერმანული გამოცემა Süddeutsche Zeitung-ი ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გაბედულ დიპლომატიურ ქმედებებს ატარებს, რათა უკრაინის მიმართ აგრესიის თავიდან აცილება მოხდეს.
ინფლაცია სააკაშვილის ბრალიაო - დიახ, ჩემი ბრალია მხოლოდ ერთი რამე, ამ მატყუარების, ფლიდების და საქართველოს მოძულე ადამიანის საქართველოში შემოშვება რომ დავუშვი,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მის სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
