“ოპოზიცია დაანონსებულ ცხელ გაზაფხულს ბრძოლის უცვლელი სტრატეგიით იწყებს, ისევ გაერთიანების მცდელობა და პარლამენტის ბოიკოტი.
“ყოველი დღე ახალი მტკიცებულებაა იმისა, რომ ვლადიმერ პუტინს ომის მეორე ფაზის გეგმებიც მიუღწეველი რჩება, თუმცა, საოკუპაციო ძალები დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონში წინ წაწევას მაინც ცდილობენ.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი განცხადება მოგვისმენია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი განადგურებით იმუქრებოდა, ძალიან ბევრი სიძულვილის ენა, ბოროტება, თუკი რაიმე ცუდი არსებობს ამ ადამიანისგან მოდიოდა, რა თქმა უნდა, მე არ მიხარია არავის დაჭერა და დაკავება, -
კონკრეტულმა ადამიანებმა ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული და მათ კანონის შესაბამისად შეეფარდათ სასჯელი სასამართლოს მხრიდან. მხოლოდ ის ფაქტი, რომ გვარამიაც და დამენიაც წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები არიან და ამჟამად ოპოზიციურ პოლიტიკურ საქმიანობას აწარმოებენ, ვფიქრობთ, არ იძლევა საფუძველს, მედიის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში მათი მხილების ფაქტს პოლიტიკური განცხადებით გამოვეხმაუროთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ეჭვგარეშეა, რომ ნიკა გვარამიას დაკავება განხორციელდა პოლიტიკური ნიშნით. როგორი შეკრულიც არ უნდა იყოს საქმე ფაქტობრივად თუ იურიდიულად, სასამართლო გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინ პასუხობს დემოკრატიული მართლმსაჯულების პრინციპს თუ ის არის როგორც კანონიერი, ისე პირველ რიგში, სამართლიანი, - ასე ეხმაურება ნიკა გვარამიას დაკავებას FirstNews.ge-თან საუბარში "ჭავჭავაძის ცენტრის" დირექტორი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე.
მისივე თქმით, შერჩევითობა იურიდიულად ყველაზე მყარ საქმეს აქცევს პოლიტიკურ საქმედ.
"მიდგომა რომ შერჩევითია, ალბათ არავის ეპარება ეჭვი. კანონის უზენაესობის სტანდარტს რომ უყენებდნენ ყველას, მაშინ ივანიშვილით დაწყებული მისი ჩინოსნების 80 % ით დამთავრებული ახლა გაცილებით უფრო მასშტაბური დარღვევებით, გადაცდომებით და კრიმინალის ხარისხით უნდა ისხდნენ საპატიმროში. აშკარაა, რომ ეს არის მიზანმიმართული სელექციური მიდგომა.
რაში დასჭირდათ ეს, ამაზე პასუხი სპეკულაციური იქნება და არარელევანტური. ამით სააკაშვილის ფაქტორის განეიტრალება და ფოკუსის გადატანა უნდათ, სავაჭროდ დასჭირდათ დასავლეთთან თუ ევროინტეგრაციის შეფერხება სურთ, მეორე ხარისხოვანია, ვინაიდან ქვეყნის ცივილიზებულობის იმიჯს ეს ვნებს ქვეყნის გარეთ, ხოლო შიგნით ამყარებს განუკითხაობის შეგრძნებას. ერთ მშვენიერ დღეს ყველა მოქალაქე იქნება დაშინებული, დაზაფრული და სახელმწიფოსგან ანგარიშსწორების მოლოდინში, თითიდან გამოწოვილი საბაბით, როგორც ეს ტოტალიტარულ რეჟიმებს ახასიათებთ," -აღნიშნავს ჩვენთან საუბარში ნინო კალანდაძე.
კითხვაზე, რა უნდა გააკეთოს ახლა ოპოზიციამ, გვპასუხობს:
"ოპოზიცია ბევრ რამეს უნდა აკეთებდეს 2012 წლიდან მოყოლებული. მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ და არ აკეთებს. ოპოზიცია თამაშობს ბიძინას დაწერილი თამაშის წესებით ბიძინას კარზე. ამაში ოპოზიციის წარმომადგენლებს, ისევე როგორც ოპოზიციურ მედიას თავისი წვლილი აქვს.
მე არ მჯერა, რომ რუს ოლიგარქებს, კრიმინალებს და ეფესბეს მიერ კომპრომიტირებულ კლანებს დათმობით და ცივილიზებული საუბრით აჯობებ. მე მჯერა დიპლომატიის და დიპლომატიური ძალის, ანუ უპირატესობის ენის. ოპოზიციამ კი ყველა ბერკეტი ნებაყოფლობით დათმო. ასეთი ძალის და უპირატესობის დემონსტრირების საშუალება ოპოზიციას რეალურად ჰქონდა სულ 2- ჯერ - 2016-ში და 2020-ში. 2016 წელს, როცა ივანიშვილმა ხალხზე ზეწოლით, მანიპულაციით, მოსყიდვით, ძალის და კრიმინალის გამოყენებით იძალადა ამომრჩევლის ნებაზე, ხოლო ოპოზიციამ ეს არ არჩევნები უღიარა და შესაბამისად უკანონოდ მოპოვებული კონსტიტუციური ძალაუფლების კონსოლიდაცია დაუშვა - მას შემდეგ ივანიშვილმა ყველა საკვანძო რგოლი დაიქვემდებარა ტოტალურად, სამწუხაროდ პოლიტიკური უმცირესობაც. და 2020-ში, როცა აშკარა იყო, რომ საპარლამენტო ბოიკოტი და ოცნების რეჟიმის მარტო დატოვება ძალიან მტკივნეულ დარტყმას აყენებდა ოცნებას. ეს კარგად გამოჩნდა, როცა მედიატორთა მთელი წნეხი გადმოვიდა ოპოზიციაზე, რათა მათ შეეწყვიტათ ბოიკოტი. სხვა ზეწოლის ბერკეტი ოპოზიციას პრაქტიკულად აღარ ჰქონია. მათ შეეძლოთ 2021 ში მეორე ტურებზე უარის თქმით სააკაშვილის გათავისუფლება გამოევაჭრათ, ესეც კი არ ქნეს. შესაბამისად, ხვდებით ალბათ, რომ ახლაც სკეპტიკურად ვუყურებ ოპოზიციის შესაძლებლობებს.
გვარამიას მაშინ გამოუშვებს ივანიშვილი, თუ იგი ამაში პოლიტიკურ მიზანშეწონილობას დაინახავს და ამით თვითონ ხეირს ნახავს სანაცვლოდ. და არა იმიტომ, რომ მასზე ოპოზიციის ან საზოგადოების მღელვარება რამე გავლენას იქონიებს. ვიმეორებ, გავლენის მოსახდენად საჭიროა ძალა, ანუ იძულების ბერკეტი. ეს კი ოპოზიციას, დღეს, სამწუხაროდ არ აქვს,"- აცხადებს ნინო კალანდაძე ჩვენთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია და მასთან ერთად ბრალდებული კახაბერ დამენია სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.
სახალხო დამცველი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, ეფექტიანი პრევენციული რეაგირება მოახდინონ ლგბტ+ ადამიანების მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე.
„17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომლის მიზანს ძალადობის დაგმობა და ლგბტ+ ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა წარმოადგენს. თუმცა, ლგბტ+ ადამიანები და მათი მხარდამჭერები ამ დღის საჯაროდ აღნიშვნას ძალადობის რისკების და სახელმწიფოს მხრიდან დაცვის გარანტიების არარსებობის გამო წლებია ვერ ახერხებენ.
განსაკუთრებით საგანგაშო იყო გასულ წელს „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში განვითარებული მოვლენები, როდესაც ულტრამემარჯვენე ჯგუფების ლიდერები და სხვა წევრები საზოგადოებას ლგბტ+ თემის წარმომადგენლებისა და მათი მხარდაჭერების მიმართ ძალადობისკენ პირდაპირ და საჯაროდ მოუწოდებდნენ. 2021 წლის 5 ივლისს, ღირსების მარშის დღეს, ამ ძალადობრივი ჯგუფების მიერ ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა სამართალდამცავებმა ვერ აღკვეთეს, რის შედეგადაც არაერთი ადამიანი ფიზიკურად მძიმედ დაშავდა.
მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში გაიზარდა ლგბტ+ თემის ხილვადობა და შემცირდა საზოგადოებაში არსებული დისკრიმინაციული განწყობები, ამ პროცესს თან არ ახლავს სახელმწიფოს თანმიმდევრული და გააზრებული პოლიტიკა. უფრო მეტიც, სახელმწიფოს სამართლებრივი უმოქმედობა ახალისებს ლგბტ+ ადამიანების მიმართ უთანასწორობას საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში, ვერ აუმჯობესებს მათი ცხოვრების ხარისხს და დაუცველს ტოვებს მათ ძალადობისა და დისკრიმინაციის პირისპირ.
მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების დროული, ეფექტიანი და ანგარიშვალდებული გამოძიების საკითხი. სახელმწიფოს დღემდე არ აქვს შექმნილი სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის ერთიანი სტრატეგია და ჰომო/ტრანსფობიურ დანაშაულებზე სახელმწიფოს რეაგირება ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს ეფექტიანობის, დროულობისა და მიუკერძოებლობის სტანდარტებს.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს და საჯარო პირებს, ეფექტიანი პრევენციული და რეაქტიული რეაგირება მოახდინონ ლგბტ+ ადამიანების მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე და გააკეთონ საჯარო განცხადებები, რაც საზოგადოებაში თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს“, - სახალხო დამცველის განაცხადებაში.
