საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წერილს უგზავნის.
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
გამარჯვება და მარცხი ყველასია, პასუხისმგებლობა კი ხელისუფლების, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თემატურ განხილვაში მონაწილეობას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ თომას ჯეფერსონის ქვეყნის დიპლომატები ახორციელებდნენ ჩარევას სასამართლოს დამოუკიდებლობაში - რაც არის წარმოსადგენი "ნაცმოძრაობისთვის", ლომჯარიასთვის და სხვებისთვის, ეს არის ჩემთვის წარმოუდგენელი, მათ ეტყობა არ იციან, რა ღირებულებებზე დგას აშშ თომას ჯეფერსონიდან მოყოლებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის შეფასებებს ნიკა გვარამიას საქმის განმხილველი მოსამართლის აშშ- ში დაგეგმილი ტრენინგიდან მოხსნის თაობაზე.
