პარლამენტი არ არის იდეაფიქსი, რომ აუცილებლად პარლამენტის თბილ კაბინეტებში იჯდე. პოლიტიკური ცხოვრება შეიძლება უფრო აქტიური გახდეს პარლამენტის გარეთ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ- ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ცუდია, რომ საქართველო იქნება მსოფლიოში მერვე ქვეყანა, რომელსაც ერთპარტიული პარლამენტი ეყოლება.
როდესაც ქვეყანაში მძიმე ეკონომიკრი მდგომარეობაა „ქამრების შემოჭერა“, პირველ რიგში, მთავრობამ და საჯარო სამსახურმა უნდა დაიწყოს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე აცხადებს.
“კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი ანექსიისაკენ - ასე აფასებს ოფიციალური თბილისი მოსკოვის მორიგ უკანონო გადაწყვეტილებას.
„ჩვენი ღონისძიებების მთავარი მიზანია, ის, რომ ჩვენ შევაჩეროთ ეპიდემიის ზრდის სისწრაფე. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ჩვენ ორ თვიანი გეგმით ეპიდემიის გავრცელების ციფრებს დავიყვანთ ასეულებამდე ან ათეულებამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ხელისუფლების მიზანია, პარლამენტში წარმოდგენილი იყოს ყველა ის პარტია და დეპუტატი, რომლებსაც მოქალაქეებმა ხმა მისცეს და პასუხისმგებლობა დააკისრეს.
რა თქმა უნდა, ამ შეზღუდვებს თავისი ეკონომიკური ფასი ექნება, მაგრამ მერწმუნეთ, ამ შეზღუდვების არ შემოღებას და ინფიცირების უკონტროლო ზრდას ექნება კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ფასი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა.